↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კრიზისი

ნახუცრიშვილი გაგა

2026-07-181 წთ საკითხავი2168 ნახვა

—
ქალი ხალათში, ნივთებს ალაგებს,ის თურმე წუხელ დასტოვა ქმარმა,არ დაუტოვა თანაც ბარათი,რადგან სიტყვების არასდროს სწამდა.
ხო, ქალიც წავა, არ სურს დარჩენა,წავა, რომ მარტომ მოკლას ფიქრები,ჩამოიღამეს უკვე ფანჯრებმა,ალაგებს ჩანთას და სძულს ნივთები.
წავა, რადგანაც მაინც ხუნდება,ადგილი, სახლი, ლოგინი, გრძნობა.რაც იყო, მაინც არ დაბრუნდება,მოვა სიბერე, ავადმყოფობა.
ხომ მაინც ბოლოს იღლები ყოფნითთუ ბითურდება გიყვარდა რაცკი,თურმე სადღაც შორს გავარდა თოფი,სადღაც დაეცა უსულოდ კაცი.

ნახუცრიშვილი გაგა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი