პოეზია · ლირიკა
* * * სუსტი ზომიერად
სუსტი, ზომიერამდე -უბერავდა ქარი!სუსტი, გაგიჟებამდე -უბერავდა ქალი!ქარს - ზვინები უნდოდადა ალუბლის ტოტი!ქალს - საყვარლის ალერსიდა... მდიდარი ქმარი...
სუსტი, ზომიერამდე -ფეთქვა ძვირფას მაჯის...სუსტი, ზომიერამდე -სურნელება "მაჟის”...ლტოლვა თავბრუდამხვევი -ქალისაკენ - ქალის!ლტოლვა გულისამრევი -ვაჟისაკენ ვაჟის!
ქარმა თითქმის წაიღომოტანილი ქარის...ყველაფერი (გახსოვთ, ხომ?)ძლიერ ცუდად არის!ყველაფერი (იცით თქვენ!)ძლიერ კარგად არის!...რეკავს - უკანასკნელი -დასასრულის ზარი...