↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მთელი სახე მიცინოდა

ჭანტურია ტარიელ

2020-08-121 წთ საკითხავი20034 ნახვა

—
მთელი სახე მიცინოდა?რატომ დაგანახე ცერი?შენ არ გაგეხარდებოდა? -დღეს სიკვდილზე ავიცერი!
სოკრატე და რუსთაველი,შექსპირი და ავიცენა... -უკვდავები! მაგრამ მე ხომდღეს სიკვდილზე ავიცერი!
მოვრჩი! მორჩა ხურდების თვლა -ათი წელი... ასი წელი... -სასწაული! კი-კი! ნაღდი! -დღეს სიკვდილზე ავიცერი!
ვერაფერი შეიცვლებამოშურნეთა ავი ცქერით!მიხარია! მწყინს კიდევაც -დღეს სიკვდილზე ავიცერი.
აქეთ - გოგლა ლეონიძე,და, ცხადია, ტაბიძენი!იქით... არ ვთქვა? ასეა და! -დღეს სიკვდილზე ავიცერი...
სულ იოლად - პურის ჭრისასთითქო თითი გავიჭერი -ასე იყო, დამიჯერეთ -დღეს სიკვდილზე ავიცერი...
არ არსებობს ჩემთვის არც დრო,არც ყველაზე ავი სენი!მარტო განშორება მტანჯავს -დღეს სიკვდილზე ავიცერი...
თანაც - მარტომ ავიცერი...
ჭანტურია ტარიელ

ჭანტურია ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი