პოეზია · ლირიკა
პოეზია
(წართქმა)ყველა კიდობანი ნოესია.ყველა ცდუნება ხომ ხელით მოწვდილია.ცოლად მოვიყვანე პოეზია,საქმროს გამოვტაცე ქორწილიდან.მისთვის გალავნებად მკლავები მაქ,გასა-დარბაზებლად ჩემი გულ-მკერდია.მისი სიქალწულე მიუკარებაა,ყელზე თანხმოვნების მძივი უკეთია.როცა დასავლეთი მოსრულდება,მზეს უნდა ზურგიდან მოგვიაროს,ის ყოველ ღამე ორსულდებადა მზესთან ერთად მშობიარობს.