პოეზია · ლირიკა
მე ხეკორძულას წყალი შემისვამს
გიორგი ლეონიძე 1899–1966
ხეკოძულას წყალი მისვამსმცხეთა ისე ამიგია;არც არაგავის, არცა მტკვრისაცვარი არსად გამიღია.ხალხური
ვით მეთავთავე ქალები ჰკრეფენყანის ნამკალში პურის თავთავებს,ისე ვკრეფ ხალხში სიტყვის ნაფერფლებს,და ალბათ, დიდხანს ვერც მოვათავებ.მის ფქვილისაგან პურს გამოვაცხობ,რომ ჩემს მშობელ ხალხს შეერგოს ლუკმად,არა, ოცნებავ, არ შეურაცხმყო,არ ჩამიტარო ნაშრომი უქმად!მე ხეკორძულას წყალი შემისვამს,და ლექსი ისე მიშენებია,არა მოყვასი, არა ჩემი ძმა,მე მხოლოდ ხალხი მიმშველებია!და მეც მუშა ვარ ჩემი ხალხისა,მისი მღერალი, მისი მოღვაწე,მე სიყვარულმა, როგორც მაღირსა,ჩემი სიცოცხლე ისე მოვხაზე.მწყურია განა მართლა დიდება?სიტყვა ვით სუნთქვა, ისე მჭირდება,მწყურია განა მართლა სახელი?არა. ― მომავლის გამოძახილი!აღვმართე ლექსში ქართული დროშადა ხალხს მივეცი საგალობელი,ვიცი, ყოველთვის და ყოველ დრო-ჟამს,მას ეყოლება თანამებრძობელი.