↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეკვლეს სიტყვა

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2016-05-132 წთ საკითხავი20235 ნახვა

—
დღე შრომაში მივაღამე,აწ პირი მსურს გავისველო;წისქვილსაც წყალს გადუგდებენ,წყალმაც უნდა დაისვენოს!ხელბედნიერს, ფეხბედნიერსმეძახიან ხალხის მეკვლეს,რადგან ვებრძვი ყოველდღიურხალხისა და მიწის ეკლებს!ვდგევარ, როგორც მუხის ძირი,ჩემი მუხლი არ მოხრილა;მოგილოცავთ! შეგაგებებთშოთის პურს და თაფლის ხილარს!ზეთმოგდებულ უბრკო ღვინოსარ ავიღებ სავაგლახოთ,― მარილის კვნიწს გაუმარჯოს,რომ ერთმანეთს დავენახოთ!პირთაფლა და ოქროსბაგევ,სულთადგმავ და თვალისჩენავ, ―ჩემს ქვეყანას უსადაროსგამარჯვებით გამოჩენა!შენთვის ვითვლი თვითეულ კვირტს,ყველა ვარდი შენთვის მინდა!ის პირველი სხივიც იმ მზის,დღეს რომ ახლად აღმობრწყინდა!ღვინის ბუდეს, პურის მადანს, ―ჩემს სამშობლოს, ― სიტყვა ლაღი,―ოქროს წვიმის წვეთს იწოვდესოქროყანა, ოქრობაღი.ვაშლის გოდორს შუქი ადგეს,სხივით ენთოს ატმის ტოტი;ჩაის ფოთოლს, ნარინჯ-თურინჯს, ―რაც მიწიდან ღიმით მოდის.დამტევნებულ ძირტკბილ ვაზისსაწნახელში ჩადგეს ღვარი,დამუგუზლდეს კერის ცეცხლი,ბრძმედის ცეცხლი სიელვარით.შიგ ნათობდეს ღადარივითხალხის აზრის ნაომარი!რძე, მომსკდარი ზღვათაოდნად,რწყავდეს ბაღნარ-მინდორ-მდელოს,მოარწევდეს მტრედი აკვანს, ―საქართველოს სასახელოს!განედლებულ ქართლის მუხას,დაუსხვილდეს ყველა ტოტი,ასცდენოდეს სამესისხლოღვარცოფი და ქარაშოტი!გაუმარჯოს ძმათა, მოძმეთშეწევნას და თანადგომას,სიხარულს და გამრავლებას,და მშვიდობის ყველა ქომაგს!მე სიმღერა მწყურის ბევრი,და სტუმარი კიდევ მეტი,არ ავკეცავ სუფრას, მტერო,არ ვიქნები გულდაკეტით!ჰაი, სახლო, გაძლიერდი,არ მოგაკლდეს ჩემგან რჩენა,მოგილოცავთ,ძმებო, დებო,სულთადგმავ და თვალისჩენავ!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი