↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მესხეთი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2016-05-133 წთ საკითხავი20238 ნახვა

—
ისევ სუნთქავენ ქართულ ოცნებითისე დავბერდი,ვეღარ ვნახე ტბეთი, შატბერდი...ვერც არტანუჯი, ოშკი, ხახული...როდის მოუვა მათ გაზაფხული?..ვეღარ ვემთხვიე მესხეთის მიწას,სადაც გმინავენ ძველი ლოდები,სადაც აჩრდილნი მამა-პაპათაშემოგვძახიან: თქვენ გელოდებით!იქ ხე არა დგას, რომ არ ოხრავდეს:― გაზაფხულია, რად არ აყვავდი!იქ თვალი მხოლოდ ნანგრევებს ერთვის,ჭოროხის კვნესას ― ქვათა ღაღადი...შავშეთის მთებზე ნისლი გადადის,კარჩხალის მთებზე ვხედავ არწივებს,და მათ ანგრეულ, აშლილ ბუდეებს,ქარი უბერავს, ქარი აციებს...მაგრამ, გუგუნებს ქართულად მიწა,და თუ გამხდარან დასანაცრები! ―ისევ სუნთქავენ ქართულ ოცნებით,მესხეთის მთებზე დიდი ტაძრები.რუსთველის მამულს, მერჩულის მამულსვერ მიგვტაცებენ შავ ზღვის ქურდები;თუ ნაგუბარში წყალი ჩამდგარა,მე ჩემს მამულში ჩავსადგურდები!ვინ მეჩვენება... ვინ მიწვდის ხელებს?ვინ მეჩვენება... ვინ მიწვდის ხელებს?―დაკარგული ძმის მესმის ყივილი...საქართველოზე მოჭრილო ძუძუ,შემაჟრიალებს შენი ტკივილი...შენ ჩემი გულის დასაკლავად ხარ,ისევ მტრის ხელში გადავარდნილი!დიდო მესხეთო, ძველო მამულო,ფეხდაფეხ დამდევს შენი აჩრდილი.შენი ხანძრები მომბოლებია,მომყრია ფერფლი მკვდარი ზღვის ფერი...მინდა დავემხო მე შენს წინაშე,კოცნით ავწმინდო შენს ლოდებს მტვერი...შენი ნაშთები ნამსხვრევებიაჩემის იმედის გაზაფხულისა,ვკრებ და ვაერთებ, ცრემლით ვაწებებ,ნახევრებია ჩემის გულისა!
***დიდო მესხეთო, ძველო მესხეთო,მადლო მესხურო, მზეო მესხურო,ოცნებას უნდა, რომ ძველებურადუკვდავი სხივით გადამესხურო!შენი კოშკების სარკმელებისკენმოჰქრის ოცნება ჩემი ფრთამალი,ოქროს-ფერად რომ იხედებოდა,ისევ დაგნათის თავზე თამარი...ისევ ორბებად დაგტრიალებენშენს ნანგრევებზე ჩამოხედული, ―ბაგრატ, გიორგი, დიდი დავითი,და სხვა ათასი გუნდი მხედრული. ―ვინც მტერს ულეწა მოიერიშესშენს გალავნებზე მუზარადები...თვით კახაბერი ზღვის კარის მცველი,რკინის პალოთი საზღვრის დამდები...დიდი დროშების შემარხეველნი,მტრის განმრეკელნი ხმლით, აჯანყებით...შავ ურდოების დამჯახებელნი,შალვა თორელი, სარგის ჯაყელი...და სხვა დაჭრილნი და წამებულნი,ზედ დაკაფული შენი შვილები...აბჯარცმულები, შუბწაწეულნი,ხმალამართულნი, მხარგაშლილები.ბუმბერაზები, გოლიათები,გორგასალიდან ვიდრე ჩვენამდის,ყველა ფეხზეა, ერთის გაფრენით,რომ შენთან გაჩნდეს მტრის გაჩენამდის...და თვით ჯერ პერანგ-გაუხვეველნიდა გახვეულნიც ბნელ სუდარაში,ყველა გამხდარა შენი წყლულების,შენი შეკომლილ აბჯრის დარაჯი...მამათავრები, მაკურთხეველნი,ოქროს-ენა და სულის მხილველი...მგოსნების ალურ-სიმებიანი,როგორც ათასი ოქროს ფრინველი...თვით ჯადოქარი ქართული ქნარის,ვეფხის ხალების დიდი მღერალი...კელაპტრის შუქში მთაწმინდელები,გრძელ ეტრატებით გადმომცქერალი...ოპიზარები...საბანისძენი...დიდ-ოსტატები...გადამწერლები...შენთან არიან, ვით შენთან არი,მათი სიმღერა, ღვაწლი, ცრემლები.შავი ზღვის უბემ, დე, ჩაიბაროსშენი ტკივილი, ძველი სევდები...დაგიბრუნდება კვლავ რუსთაველი,არწივის მხრებზე გამომზევდები!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი