↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მესხი ვარ!

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19204 ნახვა

—
მესხი ვარ! ვანთე მე სხივი,მესხმა შესხმა ვსთქვი ახალი,მტერი დამესხა, დავძლიე,ვიყავი სახელმაღალი.
მესხმა დავასხი ვენახი,კლდეებში ვკვეთე ტაძარი,წიგნი დავწერე ვეფხვისა,შიგ სიყვარული დავძარი!
ხელში ეტრატი მეჭირადა გულში მეჯდა ბულბული,მესხი ვარ, ვანთე მე სხივი,ვაშუქე გადაღრუბლული.
თავს გადავივლე სამას წლისქარიშხალთ ლეწა-მტვრევანიდა ჩემგან დარჩა სახსოვრადხეზე გასული მტევანი.
ნანგრევთა შორის ჩუქურთმა,დამშრალი საწნახელები...ტანზე ამესხა ჭრილობა,გულზე დამიწყეს ხელები...
და თუ დატრამლდა სახლ-კარი,თვალს დამეფარა უკუნი,დათხრილი საძირკველიდანისევ გაისმა გუგუნი!
ისევ აღვსდექი, მესხი ვარ,მზე ახლად გადმომესხივა, -ისევ დავბრუნდი მამულშიარტანუჯელი, თმოგველი,ჩამქრალი თონე ავანთე,ახალო რთველო, მოგელი!
ღარზე დაიძრას მაჭარი,დამსხვილდეს პურის თაველი,დადგით მესხეთში აკვნები,გამოჩნდეს კვლავ რუსთაველი!
რომ ახალ დიდებისათვისმესხმა შესხმა ვსთქვა ახალი,თქვენ დამილოცეთ მე ფუძე,ძველთაგან სახელმაღალი!
1945
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი