↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეტეხის თავზე

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19198 ნახვა

—
მეტეხის თავზე თამაშობს ქარი,წარსულის ლოდებს ეალერსება...სადაც შენა ხარ, გულიც იქ არი,შენი ნათელით გული მევსება!
მეტეხის თავზე გრიალებს ქარი,ძირს კლდეში მტკვარი მიიტყორცნება,აქ ხომ ოდესღაც იჯდა თამარი,ძველ საქართველოს დიდი ოცნება.
ქარი გუგუნებს... განა ქარია,თამარს ეძახის რუსთველის გული;პოეტის გული არ იფერფლება,მაგრამ საფლავშიც ატყვია წყლული.
*გავღვიძებულვარ მეც სიყვარულით,მეც მარხევს მისი ქარი მქუხარი.ვარდით ივსება ჩემთვის ქვეყანა,როცა ჩემთან ხარ სახემშუქარი,მე მხოლოდ შენი შუქი მეყოფა,განა რად მინდა სხვა საჩუქარი?!
გიყურებ უხმოდ და აღარ ვიცი,რომელი სიტყვა გამოვიტანო,გარს წმინდანები შემოგხვევია.შენ, ჩემი გულის დიდო წმინდანო,მათ ვეხვეწები, რომ სიყვარულმაან გამინათოს, ან გამიტანოს!
1938
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი