პოეზია · ლირიკა
მეტივეები
გიორგი ლეონიძე 1899–1966
შალვა აფხაიძეს
სულ ოთხნი იყვნენ... სახედინჯები,ქაფიან ჩქერში ზვირთის მჩეხელი....სულ იყვნენ ოთხნი... იაფინჯები,ნიგვზის ფოთლები, სველი ფეხები...
მოჰყავდათ ტივი ტურფად შეკრული,ვით კიდობანი ნესტანჯარისა;ნაციხარები ჩანდა ბედკრული,ლურჯი ყანები... ტყე ფიჭვნარისა...
წინ ეგდო მტკვარი და კლდე შვეული,ცხვრის ფარასავით რიყე ეყარა;მოჰყავდათ ტივი მთას აშვებული,თითქოს მოჰყავდათ ბრძნულად ქვეყანა.
გამოიარეს ვიწრო ალაგიდა ფაფასავით სქელი მორევი,შორს დაინახეს დიდი ქალაქი,აშენებული ნაძვის მორებით.
და გაუღიმეს ერთიმეორეს...და როცა ტალღამ დაჰკრა ყვირილით, -მეტივეები ჰგავდნენ მეომრებს,ტალღას აპობდნენ ორთაყვირებით.
მოსაღამურდა.ხვადი მგლები დასხდნენ შავადა,ლუკმას ხლეჩავენ დამკლავებითა;ღვინიან ჯამშინარგიზივით მთვარე ჩავარდა,ივსება მტკვარი ვარსკვლავებითა...
1927