პოეზია · ლირიკა
მეცამეტე საუკუნე
გიორგი ლეონიძე 1899–1966
მოჰქრის ურა ცხენიმონგოლური დაღით,ზედ შავი თარაქამავერ უსწორებს აღვირსდა კალია მჭამელიუკან სვეტად მისდევსმუზარადის მტვერითდაბნელებულ მინდვრებს.
ვერ უძლებენ მთებიმულიდების ყივილს,საყვიორებით ზურნითდროშების ტყე წივის,ბრწყინავს თათრის ხმალი,ბრწყინავს თათრის ჩალმა,მოდის ჩინგისხანი,გზა გაცეცხლა ალმა.
ხვალ ნახავთ კალიებსმინდვრის დალაქებს,გაშანთულ მიწის ქერქსდათხრილ ქალაქებს.
მდინარეს შემწვარს,მდუღარე გიშერს,შანშას,შარვაშას,მხარგადაკრულს,შიშველს.
ხვალ ნახავთ სახლებზეღრიანკალს,ბუს,დამდნარ გალავნებს,გოგირდის ბურს.
მოედნებზე აზელილ თმას და ტვინს,აჩეხილ ფალავნებს...ცხენის ქაჩაჩში ჩარჩენილ თავთავს,უზანგში-მტევანს,ვენახში-სამარეს,ნაფუძნებს თეთრი ძვლით მოთესილს,მეწყერებს, ტრამალებს, ტრამალებს.
ხვალ ნახავთ სისხლით აივსებაწყაროზე ტაგანიდა ვერცხლის ნაჭედ იატაგანით,კეთრით,ბუგრით ივლისმხარგრძელი ანგელოზი,მონგოლური ანგელოზიდაადგება თბილისს,ქალაქის გულს დაბეჭდავს,გულში სიკვდილს დათესს,და ქართლი განკვართულინაპრალებში,მღვიმეებშიჩააყენებს ნათელს.