↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მზე მარჯნისფერად ისევ ბდღვრიალებს!

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19200 ნახვა

—
სად გასხლტი, ჩემო ახალგაზრდობავ, -დაუდგრომლობავ,ზავთო,ყიჟინავ!შენ თუ გიშველა ქარიშხლის ღელვამ.ფრთები მქროლავი რამ შეგიშინა?
წყალი იყავი?სად გაიპარე?ქარი იყავი?გადიგრიალე?სადა ხარ, სადა,პირს რად იფარებ?მზე მარჯნისფერი ისევ ბდღვრიალებს!..
შეიმჩქეფარე ერთხელ დრო-ჟამი,განა გულს ეყო, რაც რომ იხარა?ვინ დაგიმსხვრია ხელთ ოქროს ჯამიდა ოქროს წყალი ვინ დაგიღვარა?
ტყეში შევარდა ჩემი ირემი.აღარ გამოდის...ველი... დაჩუმდა...ეგებ მისდევენ მონადირენი,იქნებ რომელმა დაინარჩუნა?
თავს რომ ირთობდი ძველი ზღაპრებით.თავი მოგქონდა ნაყივჩაღარად,რით ვერ გაიგე, რა ფეხაკრეფითდაგეცა თავზე თოვლი - ჭაღარა:
როგორ გამისხლტი, ახალგაზრდობავ,და რა ყიჟინით გადიგრიალე;გულმა მაისი განა დასტოვა? -მზე მარჯნისფერად ისევ ბდღვრიალებს!
1954
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი