პოეზია · ლირიკა
ო, გულო ჩემო
ო, გულო ჩემო,უგალავნო ქალაქივითდაუცველო და ფარღალალავ,ნუღარ ეტყვი, ვით გენატრება,ქარს წინ ნუღარ გადაუდგები,დაე, იქროლოს,უსულო და უსაქმურისიტყვები გზა-გზა ჩამოარიგოს,რაც სურს, ის არ თქვას,რაც არ უნდა, ის გაიგონოს,ნუ დაუძახებ,ნუღარ ეტყვი,რომ ცოცხალი ხარ!