↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 108 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21576 ნახვა

—
გონებავ, ნუთუ კიდევ რამეს გამონახავდი,რაიც არ უთქვამთ აღზევებულ ლექსის სტრიქონებს,ამაო არის სიყვარულის ძველი ღაღადი,რადგან შენს ქებად ახალს ვერას გამოვიგონებ.ყველა სიძველე, მეგობარო, როდი ძველდება,ამიტომ ლოცვად ვიმეორებ კუბოს კარამდის,რომ უშენობა, ვით პირველ დღეს, კვლავ მიძნელდება,რომ შენ ჩემი ხარ და მე შენი აწ და მარადის.მარადიული სიყვარული არ იჟანგება,არ იმტვერება აწყვეტილი დროის თარეშით,და თუ სიბერე ააცილა ტრფობას განგებამ,თვითონ სიბერე გახდა მისი პირისფარეში.თუმცა ჩემი გრძნობა გარეგნულად გავდა წვალებას,ვერ ეღირსება დრო ტრფიალის გარდაცვალებას.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი