↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნაფოტები

სამადაშვილი ნიკო

2003-09-121 წთ საკითხავი11411 ნახვა

—
- გიცქერის ძველი სახლის კედელი,გკოცნის სიზმარი, გერევა რული,სავარძლის უკან გადაყრილ ხელებსუჭირავს ტანი შიშდარეული.- ფხიზლობ, დადიხარ, ძილში ირწევი,ვკვირობ, ეგ ცეცხლი სით დაგეტია!რამდენი კაციც სცხოვრობს მიწაზე,ქვეყნად იმდენი საგიჟეთია.ჭოტი დასცინის ბნელ არემარეს,მწყრის ქვითქვითია, ბიბინი ყანის.გაუსხეპავი ღამეა გარეთდა პოეტების ნახირი ბღავის.- დაიტანს მგზავრებს ზვავი, მეწყერი,ფეხს იღრძობს კაცი, მერე ბუნება.შთამომავლობა - ლექსების მტერიჩვენს ნაწერებზე აბუზღუნდება.- დიდხანს ასდევდი უღრან აღმართებს,გჯეროდა დედა და ბედისწერა.არ მოგეწონა, რომ შეხვდი ღმერთებსდა გაუხვიე სივრცეებს ცერად.

სამადაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი