პოეზია · ლირიკა
სილუეტი
ვერ იშორებდი სევდის კრაზანებს,მშვიდად ჯერ არსად დაგიბუდია,ხშირად დიდ ბაღში ფერად ზამბახებსშენზე ბაასი ჩამოუგდიათ.
ხან დიდხანობამდე გადაკარგულხარ,ნეტავი რაზე, ნეტავი რისთვის.როცა დიდებას უმზერდი მტრულად,როცა არ სწუხდი უკვდავებისთვის.