პოეზია · ლირიკა
სინანული
ორტოტა ქარი ჩაქოლავს თაღებს,იმ კვალს გადაშლის, ჩვენ რო ვიარეთ.რამდენი შფოთვა ვურიგეთ ნაღველს,ღმერთო! რამდენი ვიმგლოვიარეთ.
იცი, სიცოცხლეს რომ ყოველ დილითვშთანთქავდი ჩემი ცხელი თითებით?თან მიტაცებდა ეგ შენი ჩრდილი,ჩრდილი, დაწნული ჯვარცმულის თმებით.
ძილი წამებად გადამექცა, დედავ!ველი იმ დღეებს, რომ გავტიალდე.ქვესკნელს შემასხი მარადისობავ,რომ კიდევ შენსკენ გამოვტრიალდე.
ჩემი გაჩენა მიეზღოს ცოცხლადვისაც ეს ჩემი იღბალი მართებს,თითქოს ეს გული ამოურეცხავთღვიით და სარცხით შიშველ წარმართებს.
წავალ, ჩამყვება უსინდისობა.სამყარო ჩემ ქვეშ ნიადაგ მიჰქრის.მიწიდან ხალხი ამოცვინდება,შემოღამებულ სივრცეებს იქით.
ეკლესიის წინ ილოცებს გველი,საკმევლის სუნი გამოვა გარეთ.რამდენი შფოთვა ვასხურეთ ნაღველს,ღმერთო! რამდენი ვიმგლოვიარეთ.