პოეზია · ლირიკა
საღამო და განწყობილება
1.როცა საღამო მოვა ხოლმე ქვენა ქარებითდა აბჟუტდება განაპირა ქალაქის ქუჩა.დასწყევლოს ღმერთმა! ამ დროს რაღაც ჟინით ვირევითითქოს ბედს ვყავდე აგდებული ძალზედ აბუჩად.ვეძებ სარდაფებს, ვეძებ ხოლმე თავგამოდებით. _ოდნავ არ ვფიქრობ რა მომელის ბოგანოს ხვალე,მე ვიცი მხოლოდ, როცა სადმე მთვრალი მოვკვდები,სადღაც იტყვიან: ბრიყვი იყო, ხან პოეტი, ხან სივალალე.და... უბედური იქირავებდა ღვინით ბნელ ფიქრებს,კაცი, რომელიც სულ ღვინოში იფუფქებოდა.რომ მას შეეძლო მგზნებარებით უმანკოება,ის კარგი იყო დდედამიწის უარმყოფელი,არ დაგიდევდა, თუ უკმეხი იდგა დროებაან თუ სივრცეებს გაჰყმუოდა წუთისოფელი.მართალს იტყვიან, მწარე მართალს ჩემს ცხოვრებაზედ,თუმცა ხსოვნებში დავიწყება გამოიდარებს...ხო მართლა, იმას გიყვებოდი მღვრიე ცრემლებით,როცა საღამო მოვა ხოლმე, ვეძებ სარდაფებს,და რო ვიპოვი ოკრობოკრო კიბიან სარდაფს,ცალკე კუნჭულში მაგადასთან ვთხოულობ ღვინოსდა მინდა, ხომე ისე დავთვრე, ისე საძაგლად,რომ სიყვარულიც დამავიწყდეს ად ჩამეძინოს.
2ღვინოს როცა ვსვამ როგორც სვავი და სალახანა,მაშინ როდი ვგრძნობ, რომ სიცოცხლე ჩალის ფასია.რატომღაც მინდა შემოყვაროს მხოლოდ ლუდხანამდა გამოიცნოს ჩემ ლექსებში რაც ძვირფასია.და დანარჩენი არაფერი, სულ არაფერიარ მენატრება, არც სიმხნევე, აღაც მისნობა.ამ რიჟრაჟების გამჭვირვალე მტვერი ვარ, მტვერიდა ჩენი ბინა არის მუნჯი მარადისობა.ასე ვიცხოვრებ უთავბოლოდ, გზებშერისხული,ჩემთვის ერთია დღე იქნება თუ შუაღამე.მაინც დავდივარ ხალხისაგან თავლაფადსხმულიდა მიხარია, როცა მთვრე თეთრად კამკაკმებს.საკინძგახსნილი ხშირად ხეებს ვეკამათებიდა მშურს იმათი ასე დიდი თავისუფლება,მე კი დავდივარ, ღმერთმა უწყის, რა ს ვეხეთქები,ო, რა ბნელია, რა გულცივი კაცის ბუნება.მალე გაივლის ეს კივილი, ეს მწუხარება.იტყვიან, უშნოდ დაიხოცნენ მამა და შვილი,საფლავის ქვაზედ ვიღაც დაწერს ასე ირიბად _აქა მარხია ჩვენი ნიკო სამადაშვილი.
5.III.1939წაკითხულია ერეკლესთან ღვინის სმაზე.