↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემს ორეულს, ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს, პოეტ ნიკო სამადაშვილისგან (თუ პირიქით)

სამადაშვილი ნიკო

2003-09-121 წთ საკითხავი11408 ნახვა

—
შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი,შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამოჩნდი,გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.
ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ,შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა,ზეცა სივრცეებს აზანზარებდადა მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან.
შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს,თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი,ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,ლექსები ტანზე გამონაყარი.
ჩემი ძაგძაგი, თრთოლვა და სუსხი,ტანის მერქანში თითქოს ძვლებსა ხრავს,ღვინო მორეულს, ოშხივარასხმულს,ბინაში ბევრჯერ დამიკოცნიხარ.
იქამდე, სანამ დათეთქვილ ტუჩებსარ გალხობიან ბუერა სევდა,შენ ძუძუს სწოვდი გაშლილ ალუჩებსდა ღვთისმშობელი აკვანს გირწევდა,
ლექსების ჯღაბნა წამებათ გექცა,სჯობდა ვენახის კვალი გებარა,ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა,ნეტავი ქარში გადაგეყარა.
ქარები უფრო წაიკითხავდნენ,ჩაბჟირდებოდნენ სადმე სიცილით;ჩემი ცრემლებით ღამეს ხატავდიდა ბეთანიას მაისის დილით.
ვერ გაოკებდი, დაგდევდი კეტით,ხან მემეოდა მუხლებში ძალა,ზარივით გასკდა ამდენი რეკით,ზედ რომ მამხია ეს თავის ქალა.
ვერ მოგიარე, რა გიყო ძმაო,ორივე შემკრთალ ბუჩქის ჩრდილს ვგავდით;შენ კიდევ მაინც ფიქრში მძუნაობ,მე კი ბუწუწიც გამცვივდა დარდით.

სამადაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი