↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცაცხვის ხე

სამადაშვილი ნიკო

2003-09-121 წთ საკითხავი11408 ნახვა

—
ყვავებს შეუტევ, მიაყრი რისხვას,ყმუილს მორთავენ გარშემო მგლები,ფოთლებს დამაყრი შემოდგომის ხანსდა ეს იქნება შენი ცრემლები.თუ ზამთრის ღამეს ოდესმე წამლადმთვარე კრიალით გამოჰყავს ქაოსს,უთხარი: დიდხანს ნუღარსად წავა,და შენს ტოტების გარს იტრიალოს.ჟამი ჩვენს ახლოს რას იყურყუტებს,რა ჭირად უნდა დარდების თხრილი.ქარში რაღაცას წაიბუტბუტებდა საცოდავად დაიწყებ ტირილს.შენი ფესვები ჩემ გულს გამოხრავს.თხუნელა კუბოს მიარტყამს კვინიხს.შეეშინდება მოხუც მაცხოვარსდა ფაშარ ლოცვებს კუნჭულში იტყვის.„ცაცხვი ფერს შესცდა? რა ამბავია!“ -იტყვის სოფელი ერთ სისხამ დილით -„აქ ხე მარხია პოეტის გვამითსახადშეყრილი და მოთენთილი“.

სამადაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი