პოეზია · ლირიკა
* * * მე ვარ გაორებული
მე ვარ გაორებული. მე ვარ გასამებული.მე ვარ გაოთხებული. მე ვარ გაწამებული...
მე ვარ გაათებული. მე ვარ გაოცებული.მე ვარ გაკვირვებული! - დიდად გაოცებული...
მე ვარ გაასებული, გამილიონებული...მეჩვენება მწევრები... და... სიკვდილის ნაბული...
მე ვარ ოთხნახევარჯერ გამილიარდებული! -მთელი ქვეყნის სატირალს მე მივტირი, დებილი!
ბოლოს მაინც ერთი ვარ - შენგან გაორებული,და შენ - ხსნა და ნუგეში -ისევ გვერდით მეგულვი...