↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

BBS – 979

ჭანტურია ტარიელ

2009-09-121 წთ საკითხავი20038 ნახვა

—
შენი მანქანა, შენი მანქანაარის ლამაზი, ისე ლამაზი!ისე უხდება, ისე უხდება,გნუ რომ ახტება ცისფერ ლიმუზინს!ტყისპირას სოკო მოჩანს იმდენი,თითქოს აფეთქდა ლოს ალამოსი!წვიმამ დაძენძა და დაამძიმასამასწლიანი მუხის სამოსი...
შენი მგზავრი ვარ - ცისფერ ლიმუზინსუნდა გამოვყვე დღესვე მაქეთკენ!როგორც გინდოდეს, ისე ატარე -თუ გინდ, სულაც ცას მიმახეთქე!ოღნდ როგორმე დღესვე ვეწვიომაგ გადარეულ, მღვრიე მანჰეტენს,ოღნდ მაგ უცხო გზებზე მატარე,მა მოედნების ბუღში მახეტე...
კისკისებს სინდი, ღიღინებს ბარბი,ართობს გოგონებს აპოლო - კენი!აწვება ბრიზი ვარდისფერ პარპრიზს,აბრუნებს საჭეს ვარვარა ხელი!...სეირნობს ფიქრი ოცნების პირას -დასტოვა ქუჩა, ქალაქი, სახლი.აშენებს სიცხე ვეება მირაჟს...მიჰქრის მანქანა და მოგვდევს ძაღლი...
ჭანტურია ტარიელ

ჭანტურია ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი