↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დღითი დღე ყოფნა შეიქმნა ძნელი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-132 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
დღითი დღე ყოფნა შეიქმნა ძნელიდა უამური,დაკეტეს მალე ქარხანა ძველი,მტვრით განაბური.
დასწვეს ნახშირი, აქციეს ნაცრად,აქციეს ბოლად.ლითონიც სულ მთლად გამოიკაწრა -ფერფლია მხოლოდ.
„ვერვინ იპოვის, რომ შესძლოს ყიდვა,თუ შესწვდა ღონე.ძნელია მისი აქ გადმოზიდვა“ -წუხს მეპატრონე.
დალპა განძელი, ხმას ვერ აგონებსდღე გულმავიწყი.ჩიხებში მიყრილ სნეულ ვაგონებს,არა აქვთ რიცხვი.
გაცვეთილთ სძინავთ ხრამში ორთქლმავლებს,დაშლილთ წვიმებით.ჩამქრალ ღუმელებს კაცი თვალს ავლებსდა იღიმება.
დარბეულია ნასიმინდარი,ქოხი, ბანაკი,უხნავ-უთესი დარჩა მინდორიდა აგარაკი.
იმ საცოდავ გლეხს გააჩნდა რაცა,ეხლა სად წავა?დროებამ ხელით სულ გამოსტაცა,გაანიავა.
მას აღარა ჰყავს ხარი და ცხენი.დგას გულმოსული,ის კარ-მიდამოს გაჰყურებს წყენით,გონს ვერმოსული.
ომში წაასხეს შვიდივე შვილი -ბურჯები მამის.მასაც კარს ადგას, აჰა, შიმშილი,გაგიჟდეს ლამის.
ყინულ სანგრებში ზის ჯარისკაციდა იშეშება.მასაც შიმშილი, სიცივე მკაცრიაღარ ეშვება.
გამწარებულა იგი შიმშილით,ცა ახურია,როს იწვევს ომში ის იერიშით,შია, წყურია.
სხვას კიდევ დიდი საქმე არ მართებსრამე სადავო,რომ მტერს წამშივე ტყვედ ჩაუვარდეს,და გაათავოს.
არ აქვს მთავრობის პატივისცემა,სთვლის საპნის ბუშტად,მალე უფროსებს დაუწყო ცემაკონდახით, მუშტით.
არ ესვრის, მტერი თუ დაინახა,ხანჯალს არ მკვეთრავს,არც მტერი ცდილობს ეგრე ვაგლახად,მტრულად შეხვედრას.
ის ომის ველზე გამოდის მასთანკვლავ დილდილობით,ისევე, როგორც ძმა მივა ძმასთან,სიამტკბილობით.
თავისად, რაც აქვთ ნაამაგარი,არ მიაჩნიათ:პური, თუთუნი, ანუ შაქარი,რაც გააჩნიათ.
შეჰყვეს მთავრობა გასართობთ წყებას,ახსოვდეს მეფეს,იგი ვერ ნახავს აქ გამარჯვებას,ვით თავის კეფას.
ამაოდ დაგავს სურვილი და წვაუკმაყოფილო:იქვე დარჩება დედამიწა,სადაც ყოფილა.
აქ არც კაცია და არც ფიცია,ნუ იხარჯება:არავის უნდა ის გალიცია,იქვე დარჩება.
რად უნდა სხვისი მიწა ჯარისკაცს?სად შეინახოს?ბურჟუა რატომ ჯარისკაცს ჰკიცხავს,როგორც უსახოს?
თუ მეფეს მიჰყავს ეს ომი ცუდად,სიკვდილი შეჰფერს.რად გვინდა ომი? მეფე - იუდა,ძირს იგი მეფე!
1916
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი