↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დღიურ პროზიდან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
მეოცნებესთვის ბედმა მოზიდაახალი ქარი ცვალებად-მქროლი,შენ, ამხანაგო, დღიურ პროზიდანეფემერებში ხარ ასროლილი.
შენ საიდუმლო გადასაგებიუფრო გიტაცებს ნისლში გამქრალი,ვინემ ახსნილი და გასაგებისიბრძნე დიადი და სიტყვა მშრალი.
შენ მელოდიას უფრო იგონებსაქართველოზე თქმულს მზიერებით,ვინემ წიგნების უღრმეს სტრიქონებსვერდატეული მეცნიერებით.
სიტყვა ნაწყვეტი გამოგიცხადებსუფრო მეტს, ვინემ დიდი მსჯელობა:დღის სინათლე ჰკლავს ღამის სიცხადესდა სიყვარულს კი მჭერმეტყველობა!
და ჟრუანტელით ისე, ვით ბავშვი,შენ საუკუნე გიცქერის შიშით,მიექანება ის ბრძოლის შვავშიფხიზელი მიზნით და ანგარიშით.
1925
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი