პოეზია · ლირიკა
* * * ივლისის თვე
ივლისის თვე - შენი თვეა - ლუდის აქაფქაფების დრო!თანაც ცხვირწინ გაუხსნიათ დიდებულ კაფე-ბისტრო!
ისევ ამირანასთან ხარ! - ერთად ხვდებით დილისსისხამს!
- არ ვსვამ!- კი სვამ! - ის იცინის და „აბსოლუტ ვოდკას“ გისხამს!ამ ცხოვრებას - თან მწარეს და თან უფერულს -არაყივით -
კიდევ კარგი, ზოგ-ზოგივით არ ენდე და არ აყევი!სულ ასეა: ჩაგაფიქრა არყოფნის და ყოფნის არსმა! -სულ ერთია არწევა და წევა, ანდა სმა და არსმა...ამ „აბსოლუტ ვოდკასავით“ გაქრები და განქარდები...ფრიალ-ფრიალ წავლენ ცისკენ შენი უჯრის ქაღალდები!მაინც გიყვარს ივლისის თვე - ლუდისაქაფქაფების დრო!
„მაშ, დალიეთ!მაშ, გიყვარდეთ!მაშ, ეწვიეთ კაფერ-ბისტროს!“