↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქუჩაში მოლაპარაკე ბანოვანი

კვიტაიშვილი ემზარ

2020-08-121 წთ საკითხავი3041 ნახვა

—
(თვალითნანახიშემთხვევებიდან)
ვითომ ყურმილი ეჭირა ხელში,ჭრელი ემოსა კაბა და კოფთა,ღიმილი ეკრა და, მთელის ეშხით,უმობილუროდ ლაპარაკობდა.
შუბლს აჩნდა წელი, სამოცზე მეტი,ვთქვი, რამ შეჰყარა, მოხუცს, ეს მოდა!..მიკეკლუცობდა - გაპუდრულს, კეთილს -აშკარა იყო, ხმა ჩაესმოდა.
არ აყოვნებდა "პასუხს" საწყალი,კონწიალობდა, მხარიღლივ, ჩანთა;აშკარად, ღმერთი ჰყავდა გამწყრალიდა ბედნიერიც, აშკარად, ჩანდა.
მაინც რჩებოდა ღვთის ანაბარად...გალაღებული იყო იმითი -გამოურთავდა ვერვინ "აპარატს",განუსაზღვრელი ჰქონდა ლიმიტი.
შექანებული, დღეს ბლომად დადის,სულ არ ჭირდებათ ნიღაბ-პარიკი;გულს შეგიქანებს დანახვა მათი,ჩუმი სიცილი და ლაპარაკი.
კვიტაიშვილი ემზარ

კვიტაიშვილი ემზარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი