პოეზია · ლირიკა
პური და სიკვდილი
ეს რიგები - ყვავილივით -გაქვს ბოლომდე აცრილი!ის რიგები გახსენდება -თავის ჯიკავ-ჯიკავით:რატომ იყო: ვერ ხვდებოდითერთმეტი წლის ყმაწვილისულ პირველად მისული რომსულ ბოლოში იყავი.
კაცმა რომ თქვას, კონკრეტულადარვინ იყო იქ ავი!ავი თვითონ ცხოვრებაადა ლუკმისთვის ქიჩავი!ვერ ხვდებოდი, სულ პირველი -ბოლო რისთვის იყავი...გულს გიკლავდა ბებრის ცრემლი:„ღმერთო, რა დაგიშავე!“
პურის რიგში ვინც დგას, ყველახომ სიკვდილის რიგშიც დგას!ესე იგი, ხომ სიკვდილისრიგიცაა ეს რიგი...ჭირს ამისი დაჯერება,სანამ სული პირში დგას! -ჭირს გარკვევა, სად მეტიაქაოსი ან წესრიგი!
კამერუნელ, დაგომეელ,განელ ან პრეტორიელბიჭსაც შია. ეს შიმშილი -გადარჩენის ჟინია!
(შენ ამ რიგში ბევრჯერ მდგარხარ,თერთმეტი წლის თარიელ!და სამოცი წლისას ალბათმიტომ არ გეშინია...)
- ჭამეთ პური - ხორცი ჩემი! -ბრძანებს ქრისტე-ხაბაზი!- აჰა, გლიჯეთ ჩემი ხორცი! -ცხარობს ქალი - კაპასი!აქ აღარ აქვს მნიშვნელობაუმაღლესს და უმდაბლესს! -ერთს რომ მილიონი აქვს დამეორეს - არც აბაზი!
გულს ვერ გიხნის, მიხა, ძმაო,მთები ჩამოთოვლილი!პურს და სიკვდილს ერთად უცდისღვიძლი შენი - ლტოლვილი!მაგრამ ხომ დევს იქ, უჯრაში,ტეტე, ბიძის ნაქონი -მართლა კარგად შენახულიდა კაცურად მოვლილი...
... თითქო ცომი ამოევლოთმოგუზგუზე ლავაში -წითლად კიდეშებრაწული -მოფრიალებს ლავაში!და პურიცა და სიკვდილიცავიწყდებათ - დაღლილებსპურისა და სიკვდილისთვისგაცხარებულ დავაში...