↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ალან ბომბარი, ტურ ჰეიერდალი და სხვები

ჭანტურია ტარიელ

2009-09-121 წთ საკითხავი20038 ნახვა

—
ცივი ცრემლის ოკეანემარტომ გადავცურე ტივით.გზები ზურმუხტივით მწვანე,გავაოცე სიმარტოვით.
ტრანსატლანტიკური ღრუბლისნაჭრით შევიმშრალე შუბლი.ერთხელ მომელანდა მხოლოდსახე გაღიმებულ უფლის.
ვუფრთხილდები წვიმის მარაგს -ცრემლად გარდაიქმნას მინდა...თვლემს უფსკრული - მარად, მარად,მარად საშიში და წმინდა.
ვაკვირდები ცისარტყელას -ცის და მიწის გამყოფ დეფისს.მინდა ჩამოვართვა ხელიმამით დაობლებულ დელფინს.
ცივი ცრემლის ოკეანემარტომ გადავცურე ტივით...ღრუბლის ღიმილს მივამგვანე -სწუხდი, ქაფის ქალღმერთივით...
ჭანტურია ტარიელ

ჭანტურია ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი