პოეზია · ლირიკა
კონცერტი: ბრამსი, რაველი , ვაგნერი
გრძელი და მათრობელა, ვით რაველის ბოლერო -ფოიეში „მზიური“ მეც რომ გავაბოლე! როგავაბოლე! რო გავაბოლე! რო გავაბოლე! როგავაბოლე! რო...ჩემს წინ ამოიზიდა მთები, მაგრამ რა მთები!თვალწინ გადამეშალა ველი, მაგრამ რა ველი!ბრამსი! მაგრამ - ვაგნერი? მაგრამ - მორის რაველი?წვიმა წვიმდა ისრისა... ისრით მოისრა ველი...მე რომ ზოგჯერ მაბრაზებს - ფიქრობს, იბრძვის ის ერი!გმინავს უვერტიურა ბრძნული „ტანგეიზერის“,მე კი კვამლის სპირალში მაგონდება ბოლერო:ეს სულ იმის ბრალია, მეც რო გავაბოლე! როგავაბოლე! რო გავაბოლე! რო გავაბოლე! რო...