↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩამავალ მზეს. ჩამავალს

ჭანტურია ტარიელ

2009-09-121 წთ საკითხავი20033 ნახვა

—
მოვრჩი ჩემს ქართულ თავგადასავლებს -თამაშს, მოსაწევს, ყაყანს, დასალევს...უნდა დავლუქო სული-რვეული!უნდა მივმართო მე ჩემ დასავლეთს...
მოვრჩი რეპლიკებს: „მიდი, დაცალე!“გამოსარჩლებებს: „დალევს, აცალე!“ -უკვე დავცალე! უკვე დავლიე! -უნდა მივმართო ახალ დასავლეთს! –
თან რა წავიღო! - ხელის დასავლებსვერაფერს ვხედავ! ხელის დასავლებსერთს ვხედავ მარტო - ლოდს გრანიტისას! -უნდა მივმართო ლოდით დასავლეთს...
ბილიკებს, გვერდის ძლივას ასავლელსვხედავ... ბილიკებს ძლივას ასავლელსთქვენ გამოყვებით, მეწვევით, მნახეთ...დროა, წავიდე მე ჩემს დასავლეთს...
ჭანტურია ტარიელ

ჭანტურია ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი