↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თქვენი ჭირიმე

აკაკი წერეთელი 1840–1915

2012-09-121 წთ საკითხავი7500 ნახვა

—
ამ დღეს ველოდი, მოვესწარ!…ვიცინი, აღარ ვტირი მე.ახალგაზრდებო, აწ კი თქვენგამოდით, თქვენი ჭირიმე!…ბევრი რამ მითქვამს… რომ მეთქვა,დავიმახინჯე პირი მე!..ახლა არ გვგლეჯენ ენასა, -სთქვით რამე, თქვენი ჭირიმე!“ასჯერ გაზომეთ და ერთჯერგამოსჭერთ,” ახლაც ვყვირი მე.ნუ აჩქარდებით! ნურც შიშობთ,გამტკიცდით, თქვენი ჭირიმე!ბევრი ვეცადე, ძირმწარესვერ გავუთხარე ძირი მე.ახლა კი თქვენი ჯერია,დაჰბარეთ, თქვენი ჭირიმე!კუბოს კარამდე მისულირაღა ვარ, განაწირი მე?მაგრამ თან თქვენი იმედიმიმყვება, თქვენი ჭირიმე!ნუ გამიმტყუნებთ იმედსა,ხომ ხედავთ, აღარ ვტირი მე!დრო მოდის - ერთად ვიცინოთ!ვიცინოთ, თქვენი ჭირიმე!
1905 წ.
აკაკი წერეთელი

აკაკი წერეთელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი