↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წვიმა

ჭანტურია ტარიელ

2026-07-181 წთ საკითხავი20030 ნახვა

—
სასაურველი მასალა პროვინციულიგაზეთების ბოლო გვერდისათვის
_ ორმოცი წლის წინ, საჰარაში, ზღვის თევზებისწვიმა მოსულა, ცვივოდა თურმე ციდან ლიფსიტა:ჭანარის, კობრის, ქაშაყის, კეფლის...
_ ოცდაცხრა წლის წინ, ცეილონზე მონეტებისწვიმა მოსულა. ცვიოდა თურმე ციდან ფულები:შილინგი, პესო,ავღანი, ლევი, ტუგრიკი, ზლოტი, მანეთი, მარკა..
და ფეხშიშველა გლეხის ბიჭები, მაღალ პალმებსშეფარებულნი, იცინოდნენ და ბოჭავდნენ ფულებს...
_ უკეთესს გეტყვი: იმ წელს, მარტში, ნამდვილიცრემლის წვიმა მოსულა. ცვივოდა თურმე ციდანცრემლები: მოხუცის,ბავშვის, კაცის, ქალების... და წვიმდა თურმეკოკისპირულად.წვიმდა,წვიმდა...
ჭანტურია ტარიელ

ჭანტურია ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი