↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოგონება

ორბელიანი გრიგოლ

2012-09-121 წთ საკითხავი2969 ნახვა

—
აჰა ადგილი, აჰა ის არე,სად ხელმწიფობდი მშვენიერებით;ჭალაკი იგი, იგივ მდინარედა გაზაფხული მის ფეროვნებით!საცა შენ იყავ, მუნცა ყვავილნიუმეტეს სუნნელთ აღმოფშვინვიდენ;მზე ბრწყინვალებდა; აშიკ-ბულბულნიშენდამო ქებას ტკბილად გალობდნენ!გახარებული შენის მშვენებითნიავიც ფრთეთა ამოდ განშლიდა;ხან შენსა კავებს ნაზად შეხებით,ხან შენსა ლეჩაქს ეთამაშიდა!საცა შენ იყავ, მუნცა მე ვრბოდი,გულ-მხიარული, სულ აღტაცებით;ვითა წყალობას ცისას, ველოდიშენს ერთს მოხედვას ლმობიერებით!სულ განაბული, ვით ანგელოზსა,გიმზერდი კრძალვით, გულ-ძგერით, სურვით;გისმენდი ტკბილად ხმა სირინოზსა,ტრფიალი შენდა სულის შეწირვით!აწ მასვე ადგილს ვჰზი მარტო ჭმუნვით,და დრო წარსული თვალ-წინ მეხატვის,როს გულს მინათდი მშვენების სხივით,მსურდა ცხოვრება შენთან და შენთვის!დრონი წავიდნენ... თანა წარიღესგულისა გრძნობა, ძალი ტრფობისა:მარამა მე კი მარად მახსოვდესიგივე დრონი ნეტარებისა!აწ არც კი მიცნობ, - გულით იცვალე...ამ მოგონებამ არ შეგაწუხოს;შენ განსვენებით ოღონდ იცოცხლედა მე, თუ-გინა, საფლავმა მფაროს.
1851 წ.

ორბელიანი გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი