↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ

ილია ჭავჭავაძე 1837–1907

2012-09-1220 წთ საკითხავი8155 ნახვა

—
სარჩევი 9
  1. ხედარი
  2. ბატონი
  3. მამა
  4. ბატონი
  5. ბატონი
  6. მამა
  7. მხედარი
  8. კაკო
  9. მხედარი
მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, მიღწვიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.
შოთა რუსთაველი.
სამშობლოს ცასა ბნელად გაშლილიმწუხრის ზეწარი გადაეფარა, —და მთვარის შუქზედ მთებისა ჩრდილიალაზნის ველზედ წამოიხარა.ღამის გუშაგი, მუდამ მჭმუნავი,მთვარე მეფურად მძლავრად ვიდოდა,მთებისა ყინვით ნაკვეთი თავიიმის სხივებთან მუსაიფობდა.შორნი მნათობნი მოკამკამენიიმ მწუხარს ღამეს მხიარულობდნენ,მდუმარს ქვეყანას, ვით საყვარელნი,სხივებს ესროდნენ, ზედ დაჰხაროდნენ.და იმ მნათობთა სხივის ალერსითველს მშვენიერსა ჩასძინებოდა,მხოლოდ ნიავი მთისა — მოლხენითტყეში ფოთლებთან ლაზღანდარობდა.და ალაზანი შეუპოვარიჰჩიოდა, თითქო კაცს ემდუროდა,მის ბუტბუტს მარტო მთაი მდუმარიდაფიქრებული ყურს მიუპყრობდა.ყველას ეძინა, დღით ჰფეთქავს რაცა,თითქო დაღლილა მიწაც და ცაცა!..მხოლოდ კი ერთგან ურემი მძიმემიჭრიალებდა, გზას აღვიძებდა,და ნაღვლიანად მასზედ მეურმემწუხარს სიმღერას დაჰღუღუნებდა.ღუღუნი იგი ჩამრჩენია გულს,მწუხარე არის, ვით გლოვის ზარი,მაგრამ თუ ნაღველს მოჰბერს დაჩაგრულს,უკუ-ჰყრის კიდეც ვით ღრუბელს ქარი.მიდის ურემი და უეცრადავიღაცამ ტყიდამ ასკუპა ცხენი,მოვარდა იგი ურემს მედგრადა,მჭმუნვარე სახის ამაყად მჩენი.— ვერ მიმასწავლებ კუდი - გორის გზას? —ჰკითხა თამამად მან მეურმესა.— რატომ ვერ, ძამო! აგერ აიმ მთასმარჯვნივ აუხვევ და გახვალ ხევსა,ერთი საურმე გზა დაგიხვდება;იმ გზას დაადეგ, წადი, — და როცაცხვირწამოწვდილი მთა შეგეყრება,ის მთა იქნება კუდი-გორაცა.იქ რა გინდა შენ? — ჰკითხა მან ბოლოს,როს გაათავა გზისა სწავლება: —იქ საფრთხე რამე არ დაგემართოს,ბღაჭიაშვილი იქ იმყოფება.მე, როგორც ვხედავ, შენც კი გაქვს მკლავი,ბევრს შენს ტოლს ბიჭს არ დაუვარდები,მაგრამ მაინც თუ გებრალვის თავი —ბღაჭიაშვილს ნუ დაენახვები,ნურც დაანახვებ შენს ქურანს ცხენსა,თორემ ის ბიჭი განანებს ბევრსა!მალია, როგორც ხირიმის ტყვია,და ტყვიასავით დაუნდობელი;თუ სისხლი ჰმართებს, ისა სჯობია,შეარჩინო და აიღო ხელი.— შენ ფიქრი ნუ გაქვს!.. მეც იმას ვეძებ,მეც მისებრ, ძმაო, მიღრინავს გული;როგორც ის ცხოვრობს, ისე ვიცხოვრებ,ამ დღითგან თავზედ ხელაღებული! —და, რა სთქვა ესა, მოხდენით ცხენიმოსხლიტა უცებ ლაზათიანმა;გაფრინდა ცხენიც ვით შავარდენი,და მის ფეხის ხმას ხმა მოსცა მთამა.თითქო შენატრდა იმას მეურმე,”ახ, ნეტავი შენ!” — წაიდუდუნადა, გაიქნივა რა თავი მერმეშურით, ხარს შოლტი გაუტყლაშუნა,და მერმე ისევ უფრო მწუხარედთვისი სიმღერა დაიღუღუნა.კუდი-გორასთან ერთი ტყე არი, —უწინ ყაჩაღის იყო საფარი, —საშიში, ბნელი, გულდახურული,შეუვალი და წამობურული.იქა ცხოვრობდა ბღაჭიაშვილიკაკო, ყაჩაღად გამოვარდნილი.მთვარე ჩასული იყო დიდ ხნისა,როცა იმ ტყეში, ერთ ხის ძირასა,ფრთხილად ეძინა ბღაჭიაშვილსა,ბედისგან მწარედ განაწირალსა.მის შორი-ახლო ლამაზი ცხენიკაზმ-მოუხდელი სძოვდა ბალახსა,და მას ფოთოლნიც მოშრიალენიხშირად უფრთხობდნენ მოსვენებასა.უეცრად შეჰკრთა, აცქვიტა ყურნი,თავი აიღო და გაიხედა;მერე ტირილით იწყო ფრუტუნიდა ერთს ალაგსა ზედ დააცქერდა;დიდ ხანს უცქერდა და, რა მოესმათავისის მოძმის ცხენის ფეხის ხმა,ვერ მოითმინა, დაიხვიხვინადა პატრონს ძილი დააფრთხობინა.წამოხტა კაკო ლომივით ზეზე,თოფი მოზიდა და შეაყენადა, რა იხილა მხედარი ველზე,შეჰკივლა: ”მითხარ, ვინა ხარ შენა?რისთვის მოსულხარ, — მოყვრად, თუ მტრადა?”
ხედარი
მოყვრად, გულფიცხო, იყავ მშვიდადა.
აკო
თუ მოყვარე ხარ, მაშ გამარჯობა!კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა.
ხედარი
ამინ!.. შენ არ ხარ ბღაჭიაშვილი?
კაკო
— დიაღ! გახლავარ!.. რა გნებავს შენა?
მხედარი
— შენთან სიცოცხლე, შენთან სიკვდილი,შენთან ყოფნა და შენთან დარჩენა.
აკო
— მომწონს ეს სიტყვა... შენც მომეწონედა ამისთვისაც გენდობი შენა.
მხედარი
გულს გული იცნობს და ღონეს — ღონე,მენდე, გაგიყო ჭირი და ლხენა.
კაკო
— ხოშ-გელდი, ძმაო!.. მე ვარ მდიდარი,ამ ტყეში მარტო მე მაქვს მეფობა;გაშლითა არის ჩემი სახლ-კარი,და ვერას მაკლებს აქამდინ მტრობა.ყოველ ხის ძირას ჩემი სახლია,სად მიღამდება, იქ მითენდება;თუმცა ბევრი რამ მე აქ მაკლია,მაგრამ აქ ჭირიც მიადვილდება...უსახლკარობა, შიში, შიმშილი,მარტოკა გდება მხეცივით ტყეში,კურდღელსავითა ფხიზელი ძილიდა იარაღი დღე-და-ღამ ხელში, —მართალია, ძმავ, კაცს მოსწყინდებაძუნწი ცხოვრება ეს დასაღონი,მაგრამ იქ ყველა გვიადვილდება,სადაც ჩვენვე ვართ ჩვენი ბატონი!..მე თანა მყვანან რკინისა ძმები:ჩემი სიათა, დამბაჩა, ხმალი...არც მიმტყუნებენ, არც ვემტყუნები,მინამ მაქვს მკლავი თავისუფალიეს ცხენიც, ძამო, ჩემთან შეზრდილა,მოუდრეკია როგორც რომ ჟინი;ჩემთან საფრთხეში ბევრჯერ ყოფილა,გამოუვლია ჭირი და ლხინი.ამათ მივანდე ჩემი ცხოვრება!არ აიყრიან გულსა ჩემზედა,და კაკოც ისე არ გაძუნწდება,რომ არ დააკვდეს ერთგულებს ზედა,ჩემი სიმდიდრე აი ეს არი!..ჩემს სამეფოში არ არის გმობა,თუმც ორგულთან ვარ დაუნდობარი,მაგრამ ერთგულთან მეც ვიცი ძმობა.ჩამოხედ, ბინას გაჩვენებ, წამო!ღარიბულადა მე დაგიხვდები,და ნუ დამძრახავ ყაჩაღსა, ძამო,თუ მასპინძლად ვერ მოგეწონები.მხედარი მყისვე გადმოხტა მარდადდა წამოჰყარა აღვირი ცხენსა;ჩამოუჭიმა ყურები მაგრადდა თვალზედ მზრუნველს უსვამდა ხელსა.მოჰხსნა ნაბადი, ჩაკრული უკან,ხურჯინიც სავსე გადმოიღო მან,მერე გადაჰკრა ხელი გავაზედდა მყის გაიგდო ცხენი ბალახზედ.შემდეგ მოვიდა იგი სტუმარი,კაკოს პირდაპირ დადგა მდუმარი.მათ ერთმანეთი თვალით გაზომეს,და მოეწონნენ ორნივ ერთმანეთს.მივიდნენ წყნარად და ხის ძირს დასხდნენ,მდუმარედ იყვნენ ორნივ დიდ ხანად,ერთმანეთს თითქო კიდევ სინჯავდნენ,ბოლოს კი კაკომ უთხრა თამამად:— ვიცი მე, ძამო, არ გამიწყრებიდა არ დამძრახავ მეტ კითხვისთვინა:მითხარ, საიდამ გემცნაურები?ჩემთან მოსვლა რამ გაგაბედვინა?

ხედარი

— შენი გაცნობა არ არის ძნელი,ამაზედ რაღა ვილაპარაკო,შორს გავარდნილა შენი სახელი,ბავშვმაც კი იცის, ვინ არის ”კაკო”!შენზედ მოუბნობს კაცი და ქალი,ვისაც ენა აქვს, შენ ყველა გაქებს;შენი ამბავი, ეხლა მართალი,ზღაპრად მიუვა ჩვენს შვილიშვილებს.შენზედ ამბობენ, რომ ხარ მამაცი,გამოჰქცევიხარ უსამართლობას,ამბობენ, თურმე გიყვარს გლეხკაცი,ბარაქალა მაგ გულკეთილობას!..რომ ბედში მყოფი შენ ძმად მიგაჩნდეს —ეგ ვერაფერი სიყვარულია,სიტყვა ის არის, კაცს ის უყვარდეს, —ვინც ბედისაგან დაჩაგრულია!მარტო არსენას, თუ გახსოვს შენა,გლეხკაცი როგორც ძმა ჰყვარებია,გლეხკაცის ბედი, ჭირი და ლხენა,შვილსავით კალთით უტარებია!აბა, კაციცა ისა ყოფილადა ქუდიც იმას, ძმავ, ჰხურებია!ნეტავ იმ დედას, ვისგანც გაზრდილადა ვისაც ძუძუ უწოვებია!..მისებრი შვილი, ბევრიც ინატროს,ეხლანდელ დედამ ვეღარ გაზარდოს...ჯერ არ მენახე, მაგრამ გიცნობდი,შენი ცხოვრება მენატრებოდა;შენთან წამოსვლას ბევრჯერ ვფიქრობდი,მაგრამ სახლ-კარი მენანებოდა,ბოლოს კი, ძამო, გამიწყრა ღმერთი,დამიტრიალდა უკუღმა ბედი!..ყური მომიგდე, გეტყვი ყველაფერს,რაც გადამკიდა მწუხარებამა,და როგორც, ერთ დროს ბედის მადლიერს,გზა დამიხლართა ბედისწერამა!მაშინ თორმეტი წლისა ვიყავი,როცა ბატონმა სახლს მომაშორა.წამსვე ძროხაში მე მიკრეს თავი,ჩემს სახლ-კარიდან გამაგდეს შორა.ჯერ კი დავღონდი, დაჩაგრდა გული,ყოფნა უმშობლოდ მეძნელებოდა...სხვები ჰლხინობდნენ, და მე კი ლულიცრემლისა თვალზედ არა მშრებოდა.პატარა ჩემი ამხანაგებიჩემ გულჩვილობას იქ დასცინოდნენ,დავიწყებოდათ თავის დარდები,როცა ისინიც ჩემებრ სტიროდნენ!..მეც კი მრცხვენოდა ჩემის ცრემლისა,ჩემს ამხანაგებს გავექცევოდი,მივუჯდებოდი ერთ ბუჩქის ძირსადა იქ მარტოკა დიდხანს ვტიროდი.მაგრამ ღრუბელმა გადაიარა,თან გადიტანა ჩემი ნაღველი;პატარა გულმა გამოიდარადა შეუბრუნა ნაღველსა ხელი.ჩემს ყოფას მალე შევეჩვიე მე,კიდეც ვლხინობდი, კიდეც ვმღეროდი;ჩემს სახლ-კარზედა არც დღე, არც ღამეაღარ ვფიქრობდი, არ ვღონდებოდი.ძამო! რა ტკბილად, რა უდარდელადჩემი დღეები იქ მიდიოდნენ!არარა მქონდა იქ საფიქრელად,ჩემი მოძმენი არ მაძალებდნენ.ძროხას ვუვლიდით ჩვენ ერთგულადა,გავიზიარეთ ყველამა საქმე,და რიგ-რიგითა ყველა ძმურადავყარაულობდით ძროხასა ღამე.რაკი მთას იქით მზე დაწვებოდადა გაეკვროდა ვარსკვლავი ცასა,გაშლილი ძროხა მოგროვდებოდადა დავიწყებდით ყველანი თვლასა.და დავაბამდით რაკი ძროხასა.ტყის პირს ერთს დიდ ცეცხლს გავაჩაღებდითდა მოვიტანდით ჩვენ ჩვენს საგზალსა,ცეცხლსა გარშემო მოვუსხდებოდით.ჩვენი ხუმრობა, მღერა, სიცილი,ხეზედა მძინარ ფრინველს აფრთხობდა;მოგვერეოდა თუ მერე ძილი,ერთი ჩვენგანი ზღაპარს იტყოდა.რაკი ტრედის-ფრად ცა ინათებდადა შორს ცისკარი კამკამს იწყობდა,მეძროხე ვინმე დაგვიძახებდადა დილის ტკბილსა ძილს დაგვიფრთხობდა.ავიშლებოდით, და ჩვენის ხმითამკვდარი მთა, ბარი გაცოცხლდებოდა,და თავის ძროხას ყველა ზლაზვნითაასაშვებლადა მიესეოდა.ზოგი აქ მიდის თექა-მოსხმულიდა მიიფშვნეტავს ზარმაცად თვალსა,სხვა იქ მიიმღერს დაღონებულიდა ერეკება თავის ძროხასა;და ერთს წუთს უკან ძროხა ბღავილითგაიშლებოდა ფართო მინდორზედ,და ჩვენ კი ხტომით, მღერით, ძახილითმოვგროვდებოდით მთის ცივ წყაროზედ:პირს დავიბანდით, ძილს დავიფრთხობდით,მთის წყაროს წყლითა გავგრილდებოდით,ვხტოდით, ვიძახდით, ვლაზღანდარობდითდა ზეზეურად დავნაყრდებოდით;მერე ვმართავდით თამაშობასა,ხან ქვას ვისროდით, ხან ბურთსა მაღლა,და შუადღისა გოლვისა ჟამსაჩამოვრეკავდით ძროხასა დაბლა;ალაზანშია ვყრიდით ძროხასა,თან ჩავყვებოდით უკანაც ჩვენა...ბევრიც სხვა ახსოვს ჩემ ბიჭობასა,მაგრამ სად არის ეხლა ის ლხენა?!.საღამოს ჟამზედ ისევ იმ-რიგადცეცხლსა ანთებულს მოვუსხდებოდითდა ისევ ზღაპარს გლეხურს მორიგადთითოსა მაინც ყველა ვიტყოდით.ის ზღაპრები მე გულს მიღონებდნენდა აქამდინა დამრჩნენ ხსოვნაში,ძველებურს დროსა შემაყვარებდნენიმ ჩემ მხიარულ ყმაწვილობაში.ეჰ, მარტო ერთი იმ ზღაპრებისაღვიძლ დედასავით მე შემეთვისა!ის მე ბევრს რასმე გულს ჩამძახებდა,ხან მომალხენდა, ხან მაღონებდა...არსენა ჩვენი, ის მხნე არსენა,ჩვენამდინ, ძამო, ზღაპრად მოსული,ის იყო ჩემი ჯავრი და ლხენა,ის იყო ჩემი გული და სული.ეგრეთ გონება ხალისიანიარსენას ამბით მე მეზრდებოდა:მიყვარდა მე ის კეთილდღიანიდა არსენობა მენატრებოდა.ეგრეთ მინდორზედ, ძმაო, ვყვაოდიჩემს ბიჭობაში შეუპოვარი,ჩემს სახლ-კარზედა არა ვდარდობდი,შინაურობის არ მქონდა ჯავრი!მე ჯერეთ ვიყავ პაწაწკინტელადა მადლიერი ჩემ კეთილ დღისადა მე მეგონა, რომ ჩემებრ ყველამადლიერია თავის ბედისა.მე მამა მყვანდა მხნე კაცი, მარჯვე,დაუღლელი და ბეჯითი, გამრჯე;თუმცა ხელმარტო ის ცოდვილობდა,ჩვენ კაცებშია ბევრი არ სჯობდა.იმ დალოცვილსა ვერვინ ასწრობდავერც ხვნას, ვერც თესვას და ვერცა მკასა;ღმერთიცა მართლა უხვად სწყალობდადა წყალობითა უვსებდა სახლსა.ეგრე იქნება მუდამ, მეგონა,მადლიერად და უნაღვლოდ მამა,მაგრამ კი ბოლოს ის დააღონა,მწარედ უმტყუვნა ბედისწერამა...შენც, ძამო, ვიცი, გაგიგონია,ყმის ბედი რა-რიგ სწრაფად იცვლება!თუ ყმასა გუშინ ბედი ჰქონია,არ იჯერებს, რომ დღესაც ექნება.ჩვენი წადილი, ჩვენი იმედიყოველთვის, ძამო, არის საფრთხეში,გლეხკაცის და ყმის ლიტონი ბედივერა, ვერ გასძლებს ბატონის ხელში...დრო გადიოდა და თან მოჰქონდამამი-ჩემისა უბედურობა,მამა თანდათან მიბერდებოდა,ბოლოს წაერთო საწყალს მხნეობა!..თუმცა კი შერჩა წადილი ძველი,შრომის სურვილი იმ უბედურსა,მაგრამ არც ღონე და აღარც წელიაღარ მოსდევდა დროგარდასრულსა.საბრალო მამა ჰხედავდა ცხადად,რომ რამდენადაც ღონე აკლდება,ოჯახი უკან მიდის იმდენადდა სახლ-კარიცა სულ ეღუპება.იმ სიბერესთან იმ უბედურსაერთი სხვა ჭირიც ზედ გამოებადა შეეყარა საწყალს, უძლურსაგამუდმებული ციებ-ცხელება.ეგრეა, ძამო, გლეხკაცის ბედი,ის უკუღმართი, უღმრთო წამწყმედი,თუ ერთხელ ღერძი გაუბრუნდდება,სულ უკუღმართად დატრიალდება!მაშინ შევიქენ მეც ოცის წლისა...კვეხნით არ ვიტყვი, ბევრს ჩემ ტოლს ვჯობდი;კარგად შემეძლო მოვლა სახლისა,თუ გულსმოდგინედ მივეშველოდი.მაგრამ მე კიდევ ბატონსა ვყვანდი,შინ არ მითხოვდა, არ მეშვებოდა,მე იქ სხვისთვისა ჩემს თავს ვღუპავდი,შინ კი ოჯახი მეღუპებოდა.ერთხელ გამხდარი, გაყვითლებული,ილაჯნაწყვეტი სნეულებითა,საწყალი მამა მოხუცებულიიახლა ბატონს თხოვნით, ხვეწნითა.მხეცი რამ იყო ბატონი ჩვენი,ერთი აჯამი, გულქვა, რეგვენი,იმას კაცებრი გული არ ჰქონდა,რომ მამა-ჩემი შეჰბრალებოდა.რა გავაგრძელო, თავადის-შვილიკარგი რა არის, ავი რა იყოს?!და მამა-ჩემი გულმოწყვეტილიიახლა ამ-გვარს უხამსსა ბატონს.— შენი ჭირიმე, — უთხრა, — ბატონო,სახლს ვერ გავუველ მე მარტოხელი...დამითმე შვილი... არ დამაღონო,არ დამიღუპო ოჯახი ძველი.
ბატონი
— რაო, რას ბოდავ?
მამა
— შენს სადღეგრძელოდოღონდ ზაქარა შინ დაითხოვე,რომ უკან წასულს ოჯახს ვუშველოთ,და მერე თუნდა ჩიტის რძე გვთხოვე.კულუხს, კოდის-პურს, გადასახადსაერთი-ორადა მოგართმევთ შენა;თუ დავაყენებთ ფეხზედ ოჯახსა,არ გავექცევით სამსახურს ჩვენა.

ბატონი

— ეგ რომ არ იყოს, გაექცევოდიშენ ჩემს სამსახურს, ჩემს ბრძანებასა?..ქოფაკო!.. ნუთუ მაგას ჰფიქრობდი,რომ მიბედავდი ემაგის თქმასა?

მამა

— არა მქონია მაგის ფიქრი მე,შენი რისხვაცა არ გამიწყრება...მაგრამ მიბრძანე, შენი ჭირიმე,რით გემსახურო, რაც არ მექნება?ღმერთი ხომ ჰხედავს, მე დავსნეულდი,ღონე, ილაჯი გამიწყდა სრულებ...მარტო ვერას ვიქმ, მთლად დავუძლურდი,თორემ ჩემს შვილზედ არ შეგაწუხებ.მანამ შემეძლო — სახლს ვინახავდი,არც ღონე მშურდა და არცა ძალა,დღე-და-ღამ ოფლსა მე ვიწურავდი,მაგრამ ეხლა დრო გამომეცვალა;აწ არაქათი გამიწყდა სრულად,უდროდ დავბერდი, ჯანი წამერთო,ვეღარა ვუვლი ოჯახს ერთგულად,თუმცა კი მინდა, ხომ ჰხედავ, ღმერთო!..ოჯახი ეხლა მეღუპება მე,კაი ოჯახი, კაი სახლ-კარი!..ნუ! ნუ დაღუპავ, შენი კვნესამე,მინამ პატრონი ცოცხალი არი.სიყრმით ჩამიკლავს მამულში თავი,მანდ დამიღლია ძარღვი და მკლავი,გამომიზრდია ჩემის ოფლითა,ვაი-ვაგლახით, წვით და დაგვითა.მძიმე უღელი მე მიწევიაჩემის სახლ-კარის და ოჯახისთვის,ამდენი ჯაფა გამიწევიანუთუ, ბატონო, ამ შავის დღისთვის,რომ უდროო-დროდ ადრე და მალემევე დავმარხო ჩემი გაზრდილი?ნუ იქ მაგასა, შენ გენაცვალე,ნუ მიზამ მაგას, დამითმე შვილი!

ბატონი

— მერე მე ძროხა ვის ჩავაბარო?სადღა ვიშოვი კარგ მეძროხესა?ვერა, ვერ მოგცე შენი ზაქარო,თუნდ სულ დაგენთქას ოჯახი დღესა!ვერ უყურებთ ამ ქოფაკს, ჩერჩეტას!მირჩევს, ჩემიო, გერჩივნოს შენსას...არა, ”ერთი მაქვს — სჯობს ათასს მქონდეს”...
მამა
— მე ჩემი მომეც, შენ შენი გქონდესდა შენს სახელსა მტლად დავედები.
ბატონი
— გამეცა, ვირო ნუ მეღრიჯები!
მამა
— რომ გაგეცალო, ვისღა მივმართო,ვინ მომაშველებს ხელს დაღუპვილსა!მარტომ ოჯახი როგორ მოვმართო,თუ არ დამითმობ, ბატონო შვილსა?რა ვუყო, რა ვქნა, რა მეშველება,მიბრძანე, შენი კვნესამე, შენი!
ბატონი
— თუნდ სულიც გაგძვრეს, არ მენაღვლება,თავში ქვა იეც და ისა ჰქენი.
მამა
— შე დალოცვილო, ქვა ვიცე თავში, —რა პასუხია, როგორ იქნება!..ჩვენც ვურევივართ კაცებში, ხალხში,ჭამა-სმა გვინდა, გვინდა ცხოვრება...

ბატონი

— სუ!.. შე ქოფაკო!.. გაიკმინდე ხმა!..ხმა... კრინტი მეთქი!.. ძაღლო, თორემამე არ მივხედავ მაგ შენს სიბერესდა უკან ჩაგჩრი ჯოხით მაგ სიტყვებს...

მამა

— როგორ თუ ჩამჩრი!.. კაცს შიმშილით მკლავ,ცოცხალსა მმარხავ, ოჯახს მიღუპავ,ბებერ-კაცს ლუკმა-პური უწყდება,შვილსა შიმშილით მამა უკვდება,შვილს შეუძლიან მამის დარჩენა, —და ამის ნებას არ აძლევ შენა!..მე ჩემს ღვიძლ შვილსა აღარ მანებებ,რომ შემინახოს სიბერის დროსა,მართალს სიტყვასაც არ მათქმევინებ,ფუ, შენს სამართალს, შენს სამსჯავროსა!..”ეს იყო, ძამო!.. ამ სიტყვებმა ჰქმნესშვილის და მამის უღმრთოდ წახდენა...შენ მეტყვი, რომ არ უნდა ეთქვა ეს,მაგრამ რა ექმნა, აბა სთქვი შენა?ეხვეწებოდა განა ცოტასაიმ სულწაწყმედილს საწყალი მამა!..მაგრამ როგორც ცივს რკინას და ქვასა,ვერ დაულბო, ვერ, გული ხვეწნამა.ისც კაცი იყო... ვერ მოუთმინაიმედგაწყვეტილ, მოკლულმა გულმა,და, რაც შიგ ჰქონდა, სულ ათქმევინა,უსამართლობამ წრიდამ გასულმა.ჩიბუხის ტარით მამა-ჩემს მტრულადეცა ურჯულო ბატონი ჩვენი...უნდა კი გითხრა, რომ მამა სრულადარ გალახულა თავისი დღენი.საწყალი იყო თავის-მომწონე,სირცხვილმა გული გადმოუბრუნა...თუმც აღარ ჰქონდა მკლავებში ღონე,მაინც კი ხელი შემოუბრუნა.როგორ თუ ხელი მომიბრუნაო,”ბიჭო, როზგები! ბიჭო როზგები!”და მამა-ჩემსა მოხუცსა, ძმაო,წამოეჭიდნენ მისივ მოძმები!..როზგით მიცემეს მამა სნეული,მამა მოხუცი, პატივს ჩვეული...იმისი კვნესა და მწუხარებაგულს მიკლავს ხოლმე, რომ მაგონდება...არც უღონობამ, არც სიგამხდრემა,არც სიბერემა, არც თეთრმა წვერმა,არც კაცის და არც ღვთის სამართალმაარ მიპატივეს ბებერი მამა!..მაშინ იქ ვიდექ მე საცოდავი...”—გულამომჯდარმა წაიდუდუნა,მერე მდუმარემ მწუხარე თავიამოიკვნესა და ძირს ჩაღუნა.წამოხტა კაკო განრისხებული,მას აერია სული და გულიდა შეუტია მწყრალად ზაქროსა:— შენ იქ იდექი, ამბობ, იმ დროსადა იქამდინა მიუშვი მტერი,რომ აცემინე მამა ბებერი?!მითხარ, დედალო, რას აკეთებდი,ას გეუბნოდა გული იმ დროსა?იქ რომ მდგარვიყავ, ჩაგაძაღლებდიჯერ შენ და მერე იმ შენს ბატონსა...რას უყურებდი? ნუთუ სეირსა, —როგორ სწუწვნიდნენ მამა-შენს სისხლსა!..ფუ, შენს ნამუსსა, მამა-შვილობას,ფუ, შენს სახელსა, შენს ვაჟკაცობას!..მამას გიკლავდნენ, არ იღებდი ხმას...შენ იქ იდექი, გულით იძუნწე!რა ოხრობასა აქნევდი მაგ ხმალს,რომ ნაჭერ-ნაჭერ ხმლით არ აჰკუწესულწაწყმედილი შენი ბატონი!ემაგ შერცხვენილ ხმლისა პატრონიჩემთან მოსვლასა როგორ ჰბედავდი?ნუ მარცხვენ ყაჩაღს, გამეცა წადი...შენ, ძმავ, ყაჩაღად არ ვარგებულხარ,შენ დედაკაცად დაბადებულხარ,ფუ, მაგ კაცობას!

მხედარი

—კაკო, ნუ სწყრები!კარგად არ იცნობ ჯერ ხომ ზაქროსა?ჩემს ტოლს ბიჭს არც მე დავუვარდები,არც გავექცევი ხმალში კაკოსა.ეგრე ადვილად ნუ არცხვენ ჩემს ხმალსდა იმის პატრონს ნუ ეძახი მხდალს.ეგრე ნუ მძრახავ... მომიგდე ყური:მაშინ იქ ვიდექ მე უბედური...მინამ ბატონი ხელითა სცემდა —როგორცა ძაღლი ხორცსა ვიგლეჯდი...”მოჰკალ” რაღაცა ხმა მაძალებდა,მაგრამ როგორღაც თავს ვიმაგრებდი.მომეკლა, ვიცი მამას მოჰკლავდნენ,მკვდარსა თუ ცოცხალს კბილით შესჭამდნენ,ამის მიზეზი მე ვიქნებოდი, —და არ მომეკლა, უღმრთოდ სტანჯავდნენ,ეგრე ორ ცეცხლში ვიმყოფებოდი.მაშინ კი, როცა წამომიქციესდა მოხუცებულს როზგი დამიკრეს, —თვალთ დამიბნელდა, ამენთო გული,მივვარდი თოფსა გამწარებული,მხრიდამ გადვიგდე მაშინვე თექა,და, რო ყვიროდა: ”დაჰკარ, დაჰკარი!”მაშინ ჩემ თოფმაც გამოიჭექადა შეუნგრია გულის-ფიცარი —იმ ჩემს ბატონსა, ჩემს დამღუპველსა,თავის-თავის და სხვის წამწყმედელსა.

კაკო

— შენი გამჩენის ჭირიმე, შენი!ბიჭი ყოფილხარ, ხმლისა დამშვენი...შენ დაგიკვეხოს შენმა მშობელმა —რომ იმის ძუძუ შენ შეგრგებია,აი დალოცოს ის ქრისტე-ღმერთმა —ვისაც შენებრი დაჰბადებია!ძამო, გამჩენის შენის ჭირიმე,რაც წეღან გითხარ, ყველა დამითმე,ლამის დამადნოს ჩემმა სირცხვილმადა კაკომ შენ-წინ თავი დაიღოს.

მხედარი

— განა საქები არის, რომ შვილმათავისი მამის სისხლი აიღოს?ამას იქმოდა ყოველი კაცი,თუნდა მხდალი და თუნდა ვაჟკაცი.ვით მეტი იყო წეღან ძაგება,ისე მეტია ეხლა ეგ ქება.მაგრამ, ეჰ, კაკო!..მე მაგ სიკვდილმაგულის ჭრილობა არ გამიმრთელა;მამის გულისთვის გაწირულ შვილმამამას ვერაფრით ვეღარ უშველა.მაშინ თავი არ მაგონდებოდადა დაჭერისაც არ მეშინოდა...მივვარდი მამას... უსულოდ ეგდო!მუხლი მომეჭრა, ცეცხლი მომედო!ის საწყალი სულ დალურჯებულიეგდო უძრავად გაშეშებული!..ვაიმე, მამა მე მომკდომიყოროზგ-ქვეშა უღმრთოდ, უზიარებლად!..მაგრამ, ეჰ, ძმაო, რაც იყო, — იყო,ჯოჯოხეთია მოსაგონებლად”.და, რა სთქვა ესა, ზაქრო მწუხარედპირქვე დაეცა დადუმებული;დიდ ხანსა ეგდო ეგრე მდუმარედგულში ვაების ცეცხლმოდებული.ამ საწყალს შვილზედ კაკოც შეწუხდა,ორივ წაიღო ერთმა ნაღველმა...ამ ორს გულში რა ბალღამიც დუღდა,წარმოიდგინოს თითონ მკითხველმა.
11 დეკემბერი, 1860წ.პეტერბურგი.
ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი