↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნანა

ილია ჭავჭავაძე 1837–1907

2014-09-122 წთ საკითხავი8154 ნახვა

—
ნანა, შვილო, ნანინა!ნეტა რამ შეგაშინა?რაზედ შეჰრთი, მტირალნირისთვის მომაპყარ თვალნი?ჯერედ რომ შენი ბედი,გრძნობა წინამორბედიარ უხატავს მაგ შენს თვალსქართველთადმი ღვთიურს ვალს!..მაშ, რაღამ შეგაშინა?ნანა, შვილო, ნანინა!
ჯერ, მინამ ხარ ყმაწვილი,მინამ დრო მოგესწრება,ისწრაფვე, შვილო, ძილი,ისწრაფვე განსვენება!მოვა დრო, გაიზრდები,მკლავი გაგიმაგრდება,შვილო, ყრმობის სიზმრებიბრძოლაზედ გაგეცვლება.არ შემიდრკე მაშინა,ნანა, შვილო, ნანინა!
გაიგებ მამულისას,ბედქვეშ დაჩაგრულისას,კვნესის ხმასა მწუხარეს,შველის ძახილს მმუდარეს;დალოცვილსა ჩემგანაგული აგიღელდება,შვილო, დედისა ნანახმლის ჟღერად შეგეცვლება.არ შემიდრკე მაშინა,ნანა, შვილო, ნანინა!
ჰნახავ ჩვენ ბედშაობას,ჩვენს ერთობას დაკარგულს,ჩვენსა წამხდარს გმირობასდა მამულს დაობლებულს...აინთე ცეცხლით გული,მტერსა დაეცი მეხადან, ვით შვილი ერთგული,დააკვდი მამულს მსხვერპლად!არ შემიდრკე მაშინა,ნანა, შვილო, ნანინა!
დედათა გული ჩჩვილიმამულისთვის მაგრდება,რად მინდა იგი შვილი,თუ მისთვის არ მოჰკვდება!ვისაც ძე არ შეუკლავს,როს მამულს სჭირებია,შვილო, იმ ვაგლახ დედასშვილი არ ჰყვარებია!მე ისე არ წავხდები,ნანა, შვილო, ნანები!
ჩემის მამულისათვისმე ჩემს ძუძუს გაწოვებ,მისის სიკეთისათვისგაგწირავ და გაბრძოლებ...მას დედის ძუძუ ტკბილიშხამადაც შერგებია,მამულისთვის სიკვდილივისაც დაზარებია!შენ ისე არ წახდები,ნანა, შვილო, ნანები!
იცოდე, ეგ სიკვდილიმეტი დიდი რამ არი!უკვდავი არის შვილიმამულისთვის მომკვდარი!მამულს მიგცა ზეცამადა თუ ზედ დააკვდები,ნუგეშ იცეს დედამა,რომ კაცი კაცად ჰკვდები.ნუგეშს ვიცემ მაშინა,ნანა, შვილო, ნანინა!
სიკვდილის წამში მამულს,შვილო, შენ გაუღიმებ,რომ სისხლს, მისგან მოცემულს,მასვე გმირებ უბრუნებ.აღსრულდები ღიმილით,რომ მამულს არ უმტყუნედა შენ შენის სიკვდილითმის სიკვდილი დასთრგუნე.გაიხარებ მაშინა,ნანა, შვილო, ნანინა!
თუ ეგრე შენ მოჰკვდები,ნუ გინდა ნუცა ძეგლი,ისეც უკვდავ იქნები,ვით დედის შენის ცრემლი!ჩემი ნანა ეს არი,შვილო, მას უერთგულე:რაც მე სიტყვით გითხარი,შენ საქმით აღმისრულე!ნანა, მამულის მსხვერპლო,პაწაწინა ქართველო!
[1859 წელსა, 6-სა აპრილს,ს. პეტერბურგი; 13 აპრილს,1859-სა წელსა, ს. პეტერბურღი]
ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი