პოეზია · ლირიკა
ვითარცა მტკვარი
მზე ამოდიოდა,მთვარე ჩადიოდა,მამალი ჰყიოდა,კვამლი ადიოდა,ვიღაცა ტიროდა,ვიღაცა ჩიოდა,ვიღაცას შიოდა,ვიღაცას სციოდა, _დადროგადიოდა.
ვითარცა ღვინო _ქვევრიდანხაპში _ხაპიდანდოქში _დოქიდანჯამში _ქართული სისხლი,ქართული სული,ქართული სიტყვა,ქართული გულიგადადიოდაკაციდან კაცში.
გადადიოდა,გადადიოდა,გადადიოდა _
და მოდიოდა,და მოდიოდა,და მოდიოდა,და მოდიოდა,ვითარცა მტკვარი.
გზადაგზა სვამდნენ,ამღვრევდნენ, ღვრიდნენ,უღმერთოდ ჰრყვნიდნენ,უგულოდ ჰყიდდნენ.და...მიუხედავად ამისა,მაინც _
გამოიარა რუსთველის გული,გამოიარა ვახტანგის გული,გამოიარა თამარის გული,გამოიარა სულხანის გული ...
და დღეს _შოთაის ნაქონი სისხლით,და დღეს _ვახტანგის ნაქონი სისხლით,და დღეს –სულხანის ნაქონი სისხლით,თბილისის ფართო ქუჩებში დადის:
ლეილა,ლონდა,ნათია,ნანი,ელისო,ვაჟა,გიორგი,გივიდა...იარონ!იარონ!იარონ!ამინ!