↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ავტოპორტრეტი

გეთიაშვილი რეზო

2016-09-121 წთ საკითხავი11717 ნახვა

—
რას წამოვიდგენდი, ძვირფასო პორტრეტო,თუ ასე ჩემი ხარ და ასე, ოც წლამდე,ქალაქის წყალ–წყალა წვიმებმა გაგტრიტესდა მერე საკუთარ წარსულებს ხოცავდი
და სადღაც მიგქონდა გრძნობების ურიკა,ისეთი მომჟავო და დაბლანაყარი,რომ დარჩი გზადაგზა და ისე სუსტი ხარ,ან უნდა გავჩუმდე, ან უნდა ვიყვირო.
რას წარმოვიდგენდი, დღეები მგზნებარე,პატარა ამბები, ბაკლები მოცლილი,“რომ ვიღაც მოვიდა და ღმერთი გებარა“და მაინც კოცნიდი...გკოცნიდნენ...ჰკოცნიდი
და ისევ ორკესრი, ჩარჩენა, ტყრშიალი,მეასე სადგური...მეასე სადგურში...რას წარმოვიდგენდი, თუ არც კი გშიოდადა ისე გაძეხი და ისე გაბუჟდი,
რომ პალმა, პალმები, ფოიე, ოტელი,რომ სევდა, მოსული ღამეთა ლორწოდან...რას წარმოიდგენდი, ძვირფასო პორტრეტო,რომ ასე ძალიან, ძალიან მომწონხარ.
გეთიაშვილი რეზო

გეთიაშვილი რეზო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი