სააკაშვილი: ხელი მოვაწერე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
”ხელი მოვაწერეთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც არ არის საბოლოო მოგვარება იმიტომ, რომ საოკუპაციო ჯარები დგანან საქართველოს ტერიტორიაზე,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
”ეს შეთანხმება არის ჩვენსა და რუსეთს შორის,”- დასძინა მან, ”ახლა ჩვენ უნდა დავიძრათ დროებითი მოწესრიგებიდან და შევიყვანოთ საერთაშორისო დამკვირვებლები ადგილზე”.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ სარკოზისთან შეხვედრისას იყო შეთანხმება, რომ ხელმოწერის შემდეგ რუსი სამხედროები დაიწყებდნენ გასვლას საქართველოს ტერიტორიიდან, რაც ”დაუყოვნებლივ” უნდა დაიწყოს
წყარო : http://civil.ge/geo/article.php?id=19163
