მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას საქართველოში შემოსული თანხების მონიტორინგს სთავაზობს
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას საქართველოში შემოსული თანხების მონიტორინგს სთავაზობს
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციასა და საზოგადოების წარმომადგენლებს საქართველოში შემოსული თანხების გაკონტროლებაში მონაწილეობა შესთავაზა.
როგორც სააკაშვილმა დღეს საღამოს, ფოთში, რეგიონის გამგებლებთან და გუბერნატორებთან შეხვედრაზე განაცხადა, ეს მოხდება ანტიკრიზისული საბჭოს ფარგლებში, სადაც ოპოზიცია, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულები და საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები შევლენ.
პრეზიდენტის თქმით, ანტიკრიზისული საბჭო გააკონტროლებს, როგორ გადანაწილდება საქართველოში შემოსული თანხები. "ძირითადად ეკონომიკური პროექტები იქნება. ამაში ყველას ჩავრთავთ. საქართველოში არანაირი შეზღუდვა დემოკრატიას არ ექნება. ამ კრიზისულ პერიოდშიც კი, არავის შეუზღუდავს არც ერთი ოპოზიციური გაზეთი და ტელევიზია. საზოგადოებამ საოცარი სიმტკიცე და კონსოლიდაცია გამოიჩინა. ეს არის დემოკრატია. ვინც შემოიჭრა საქართველოში, თავისუფლებისა და დემოკრატიის მტრები იყვნენ",-განაცხადა სააკაშვილმა.
www.InterPressNews.ge
