ინგუშეთის ოპოზიცია რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესაძლებლობაზე პირველად ალაპარაკდა
ინგუშეთის ოპოზიცია რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესაძლებლობაზე პირველად ალაპარაკდა
ინგუშეთის ოპოზიცია რესპუბლიკის რუსეთისგან დამოუკიდებლობის შესაძლებლობაზე პირველად ალაპარაკდა, - იუწყება "newsru.com"."ეხო მოსკვის" ეთერში ამის შესახებ ინგუშეთის საერთო ეროვნული მიტინგის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა მაგომედ ხაზბიევმა განაცხადა.
"ჩვენ უნდა ვთხოვოთ ევროპას ან ამერიკას, გაგვიყვანონ რუსეთის შემადგენლობიდან. თუ ჩვენ არ ვჭირდებით ამ ქვეყანას, არ ვიცით, რა ვქნათ", - დასძინა მან.
ხაზგიევის თქმით, უნდა შეწყდეს ინგუში ხალხის გენოციდი, რომელსაც კრემლი ახორციელებს.
ხაზბიევის განცხადება ოპოზიციის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერის, დამოუკიდებელი საიტის "ingushetiya.ru"-ს მფლობელის მაგომედ ევლოევის მკვლელობის შემდეგ გავრცელდა. ევლოევის საცხოვრებელ სახლთან და ოპოზიციის ოფისებთან ამ წუთებში რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი.
ევლოევი დღეს მოსკოვიდან ინგუშეთში ჩაფრენისთანავე, აეროპორტში მილიციის თანამშრომლებმა დააკავეს, რის შემდეგაც მისი სიკვდილის შესახებ გახდა ცნობილი. ევლოევს თავში ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ევლოევთან ერთად თვითმფრინავში ინგუშეთის პრეზიდენტი მურატ ზიაზიკოვი იმყოფებოდა, რომლის გადადგომასაც ითხოვს ოპოზიცია.
ექსტრემისტული მასალების გამოქვეყნებისთვის მოსკოვის სასამართლომ საიტი "ingushetiya.ru"-ს დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა საიტი კვლავ აგრძელებს ფუნქციონირებას.
www.InterPressNews.ge
