საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტი ხვალ 35-პუნქტიან რეზოლუციას მიიღებს
საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტი ხვალ 35-პუნქტიან რეზოლუციას მიიღებს
როგორც ტელეკომპანია ,,რუსთავი 2" იუწყება, რეზოლუციაში საკმაოდ მკაცრი ტონი იქნება დაფიქსირებული, რომ თუ რუსეთი 8 სექტემბრამდე არ შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს, მის მიმართ სერიოზული სანქციები გატარდება.
ევროპარლამენტარები სანქციების პრინციპზეც საუბრობენ – ისინი დაწესდება არა ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, არამედ ბიზნესმენებსა და კონკრეტული გადაწყვეტიებების მიმღებებზე.
ამასთან, რეზოლუციაში გაწერილია საქართველოს ეკონომიკური დახმარებების საკითხიც, მთ შორის დახმარება რუსული აგრესიის შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით.
"ევროპარლამენტარები მოითხოვენ, რომ ევროპა განცხადებებიდან და შეფასებებიდან რეალურ ქმედებებზე გადავიდეს, რადგან საქართველოს შემდეგ რუსეთის დიქტატის ჯერი უკვე ევროპის ქვეყნებზე მიდგება", – იუწყება ,,რუსთავი 2".
http://interpressnews.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=100&info_id=239092
