ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, 6 სექტემბრისთვის საქართველოში 61 372 დევ
სამინისტროს საწყობიდან დევნილებზე გაიცემა "NESTLE" და "HUMANA" ფირმების მიერ გადმოცემული ჩვილ ბავშვთა კვება და სხვადასხვა კომპანიების მიერ შემოტანილი ბავშვთა ჰიგიენური საფენები.
გრძელდება დევნილი ბავშვების საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგზავნა რეაბილიტაციისა და დასვენების მიზნით. გუშინ, 5 სექტემბერს პოლონეთში გაემგზავრა 100-მდე ბავშვი. ორშაბათს, 8 სექტემბერს 20 ბავშვი გაემგზავრება ბულგარეთში. მიმდინარეობს მოლაპარაკება ანალოგიურ პროექტზე ლატვიის მთავრობასთან.
დევნილ ბავშვთა შერჩევისას პროირიტეტი ენიჭება კონფლიქტის უშუალოდ შემსწრე და უსახლკაროდ დარჩენილ ბავშვებს. მათი ასაკობრივი ჯგუფი 8-დან 16 წლამდეა ."კარვების ქალაქში" განთავსებული 100 ბავშვი უახლოეს პერიოდში დასასვენებლად გაემზავრება საქართველოს ერთ-ერთ საკურორტო რეგიონში. სამინისტროს ინიციატივითა და სხვადასხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით სისტემატურად ხორციელდება დევნილი ბავშვების გაყვანა გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებსა და თეატრებში.
სამინისტროში 24-საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი _ 30 57 60 (24 საათიან რეჟიმში) და 30 57 54, რომლის მეშვეობითაც დევნილებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ საჭირო ინფორმაცია.
სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი, ასევე, სამინისტროში შექმნილი სპეციალური შტაბი მთელი შემადგენლობით გადასულია გორში, სადაც კურირებს "კარვების ქალაქის" ფუნქციონირებას და ამარაგებს მას პირველადი მოხმარების საგნებით. ქალაქში 200-მდე კარავია გაშლილი, სადაც 1500-მდე დევნილია განთავსებული. კარვები სხვადასხვა სიდიდისაა, გათვლილი 5, 6, 8 და 10 ადამიანზე. დამონტაჟებულია ტუალეტები და საშხაპეები.
პირველი სექტემბრიდან გორში ქართული წითელი ჯვრის ორგანიზაციამ, იტალიური წითელი ჯვრის მხარდაჭერით გახსა საველე სამზარეულო. დევნილებისთვის 32 მზარეული ყოველდღიურად 5000 ცხელ ულუფას ამზადებს. კვება დღეში ორჯერადია. საველე სამზარეულოს ფუნქციონირების დიდი გამოცდილება აქვს. მას იყენებდნენ ავღანეთში, ერაყსა და კოსოვოში. ობიექტებზე განთავსებულ დევნილებს საკვები ადგილზე ურიგდებათ.
www.InterPressNews.ge
