ექსპერტი არჩილ გეგეშიძე თურქეთის პრეზიდენტის აბდულა გიულის სომხეთში ვიზიტის საინტერსეო ფაქტს უწოდებს
გარდა ამისა, ექსპერტი თვლის, რომ სომხეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია ასე მარტივად და სწრაფად არ განვითარდება.
"აქ მაინც გადაულახავ ბარიერად რჩება მთიანი ყარაბაღის პრობლემა. გამოვრიცხავ ასევე, რომ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც კი აღდგეს მანამ, სანამ მთიანი ყარაბაღის პრობლემა იარსებებს", - აღნიშნა არჩილ გეგეშიძემ
www.InterPressNews.ge