სახელისუფლებო გუნდი ვაკესა და დიდუბის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
მაჭავარიანმა ასევე მიმართა ამ რაიონებში მცხოვრებ ხელისუფლების მომხრეებს, ვინც ნაციონალებს მისცა ხმა, რომ ხელისუფლება იმდენად არის პარლამენტში წარმოდგენილი, რომ მათ შეუძლიათ შეასრულონ ის წინასაარჩევნო დაპირებები, რაც საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლებისთვის ჰქონდათ მიცემული.
რაც შეეხება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს, აჭარაში ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მიიღებს მონაწილეობას და მიხეილ მაჭავარიანმა ამ არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველს ხელისუფლებამ დაანახოს, თუ რა იყო აჭარაში ასლან აბაშიძის მმართველობისას და რა გაკეთდა მისი წასვლის შემდეგ.
www.InterPressNews.ge