“თუ კიდევ ვინმე ვერ ხვდება ვინ არის სააკაშვილი, იმას რა უნდა აუხსნა...”
ე.ი. პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკსირება?
- რა თქმა უნდა. რადგან, მან დაუშვა პროვოკაციაში ჩართვა. ადრე ვაფრთხილებდი ხელისუფლებას, რომ გონს მოეგოს, ნუ თამაშობს რუსეთის სცენარით. მაშინ უკვე გაძეძგილი იყო მთელი ცხინვალის რეგიონი ტანკებით და იარაღით. ყველამ ვიცოდით, რომ დაიწყებოდა რაღაც. მითუმეტეს,რომ რუსეთმა დაიწყო სამოქალაქო პირების ევაკუაცია. მოასუფთავეს მინდორი, რათა დაეწყოთ საომარი მოქმედებები. ჩვენმა ხელისუფლებამ როგორ დაუშვა პირველი ნაბიჯები? ხომ იცოდა, რომ პირდაპირ უფსკულისკენ მიდიოდა.
თქვენი აზრით, რატომ დაუშვა სააკაშვილმა საომარი მოქმედება?
- მე რომ მისმენენ ტელეფონზე და რუსეთის აგენტებს რომ ეძებენ ქართულ საზოგადოებაში, უმჯობესია თავის რიგებში ეძებონ რუსეთის აგენტები. ვინც ურჩია სააკაშვილს, რომ ახლა არის დრო ცხინვალის აღებისა, ის არის რუსეთის უშიშროების გენერალი. კარგად დაფიქრდეს და თქვას ვინ ურჩია მას ცხინვალის აღება 7 აგვისტოს ღამით. აშკარად შეიტყუეს, როცა ჩვენებმა დაიწყეს ოსური სოფლების აღება.
ყველა ოსური სოფელი ჩაბარდა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე და დადგა ცხინვალის აღების საკითხი. ხაფანგი დადგმული იყო არა ოსურ სოფლებში, არამედ ცხინვალში, სადაც შეტყუებულები იყვნენ. ვინც ურჩია რომ შესულიყვნენ ცხინვალში, ის არის რუსეთის სპეცსამსახურების გენერალი. კეთილი ინებოს და თქვას ვინ ურჩია ცხინვალის აღება, თუ თვითონ არაა ეს.
მიმტკიცებდნენ, რომ ცხინვალისაღება იოლიაო. ვეუბნებოდი, რომ წარმატების შემთხვევაში ჩვენ დაგვიბომბავენ გზებს, გაგვინადგურებუნ ქართულ სოფლებს და ა.შ. მაშინ მითხრეს - შენ კაპიტულიანტი ხარო.
შეგიძლიათ დააკონკრეტოთ ვინ გითხრათ?
- სააკაშვილი თვითონ მეძახდა პაცეფისტს. გარდა ამისა, ამას მეუბნებოდა თარგამაძე, გვარამია, რურუა, რომ შენ ხარ პანიკიორი, შენ ხარ უხერხემლო პაცეფისტი, შენ ხარ მშიშარა. ამას მეუბნებოდნენ ხუმრობით, მაგრამ ეს დამოკიდებულება იყო.
ანუ, საქართველოს ხელისუფლება შეიტყუეს ცხინვალში?
- მე ასე ვხედავ ყველაფერს. მერე მოიგონეს ლეგენდები, რომ თითქოს გვირაბი აიღეს რუსებმა. ეს არის ტყუილი. ჩანაწერები მაქვს, როცა ღამის 10 საათზე “რუსთავი 2”-ს ეთერში გამოვიდა ყურაშვილი და თქვა, რომ ჩვენ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას დავიწყებთო. მივხვდი, რომ ომი დაიწყებოდა. მაშინ ყურაშვილს არ უთქვამს, გვირაბიდან ტანკები შემოდისო.
ამის მერე ჩართეს მეთიუ ბრაიზა, რომელმაც უკვე კარგად იცოდა, რომ დაიწყო საომარი მოქმედებები და ხმას არ იღებდა ამაზე. ამბობს, რომ ოსებმა გაუხსნეს ცეცხლი ქართულ სოფლებს და ქართული მხარე იძულებული იყო დაეწყო საომარი მოქმედებებიო. არც სანაკოევი არაფერს ამბობს, ის სიმშვიდისკენ მოუწოდებს ოს ხალხს და მოუწოდებს, რომ ქართველების მხარეს გადმოდითო. არ ეუბნება, რომ რუსები არიან გადმოსულები.
რატომ არ ამბობდნენ?
- იმიტომ, რომ არ იყვნენ ჯერ რუსები გადმოსული. ჩვენებმა დაიწყეს ომი, ამაშია საქმე. რუსეთიდან ტანკები შემოვიდნენ 8 აგვისტოს და არა 7 აგვისტოს.
ანუ, საომარი მოქმედება ქართულმა მხარემ დაიწყო?
- ცალსახად და ეს ყველანაირად ჩანს. ამაზრზენად ჩაითრია რუსეთმა საქართველო ამ ომში. ჩვენ სამჯერ მივეცით რუსეთს საშუალება, რომ დაეპყრო სამხრეთ კავკასია. კავკასიონის ქედი უაღრესად სერიოზული სტრატეგიული მნიშვენელობისაა და ძალიან ძნელია მისი გადმოლახვა, თუ არ გადმოგალახვინეს. მე-19 საუკუნეში ეს გააკეთა ერეკლე მეფემ და 19-ე საუკუნეში ეს კიდევ დასაშვები იყო. მე-20 საუკენეში უკვე ორჯონიკიძემ შემოიყვანა რუსის ჯარები.
21-ე საუკუნეში სააკაშვილმა შემოიყვანა რუსის ჯარები. სააკაშვილი აღმოჩნდა ორჯონიკიძის გვერდით, რომელმაც გაასხვისა ქართული მიწა.
რას იტყვით იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა აღიარა ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა?
- ის, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ეს არაა კარგი. მაგრამ ეს არაა სამყაროს დასასრული. თუ ნორმალური ხელისუფლება გვეყოლება, ამის გამოსწორება შეიძლება. თუმცა, უნდა განვიხილოთ უარესი ვარიანტებიც.
უარესი შეიძლება იყოს ის, რომ რუსეთმა დაიწყოს სპეკულირება. როცა კოსოვოს და ბალკანეთის ევროკავშირში გაწევრიანების დრო მოვა, იმ დროისთვის შეიძლება რუსეთმა დაიწყოს ვაჭრობა - მე ვაღიარებ კოსოვოს, სამაგიეროდ თქვენ აღიარეთ აფხაზეთი და სამხერთ ოსეთი. მედვედვმა დიდი შეცდომა დაუშვა, როცა მათი დამოუკიდებლობა აღიარა.
თქვენი აზრით, როდემდე იქნება ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული?
- ჩვენ რუსეთს მივეცით საშუალება დაეგლიჯა საქართველო. დღეს ფოთში დგას თუ სენაკში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. როგორც უნდა ისე იქცევა. რუსეთი არის უსაზღვროდ ბოროტი სახელმწიფო და ჩვენ ამ სიბოროტის რეალიზაციის საშუალება მივეცით.
რამდენად დამაჯერებელია თქვენთვის სააკაშვილის განცხადება, რომ რუსეთმა შეგნებულად დაამთხვია პეკინის ოლიმპიადას ცხინვალში საომარი მოქმედების დაწყება, რათა მომხდარიყო ხელისუფლების შეცვლა?
- მე რუსი რომ ვიყო, სააკაშვილზე უკეთესს ვერ ვინატრებდი. მაგაზე კარგად ვინ დაანგრევს საქარველოს?! შეიძლება ჰქონდათ გეგმა სააკაშვილის შეცვლისა, მაგრამ ვისით უნდა შეეცვალათ? საქართველოში პრორუსული ძალა არ არსებობს. ამ ოკუპაციამ მშვენიერი ფაქტი გამოავლინა - საქართველოში არ აღმოჩნდა რუსეთის აგენტები, რომელსაც არჩევნების წინ ეძებდა ხელისუფლება. დასავლეთი და აშშ ახლა მაინც უნდა მიხვდენენ, რომ სააკაშვილის ზღაპრები საქართველოში პრორუსული ძალის არსებობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.
რუსეთმა ყველაფერი მიიღო რაც მას უნდოდა. მას უნდოდა კავკასიაში თავისი სამხედრო ჯარები, მან ამას მიაღწია. ორი ლეგენდა ჟღერდება მუდმივად. ის, რომ რუსეთს უნდოდა აეღო თბილისი და მოეცილებინა სააკაშვილი. ორივე ძალიან კარგი არგუმენტია ამერიკისთვის, საფრანგეთისთვის და იგივე სააკაშვილისთვის, რათა გაიმართლონ თავი.
სააკაშვილმა თავი რომ გაიმართლოს, თუ რატომ გამოიყვანა ცხინვალიდან ჯარები, იტყვის, რომ თბილისის დაცვა იყო საჭირო. სარკოზიმ თავი რომ გაიმართლოს, თუ რატომ მოახვია კაპიტულიანტური დოკუმენტი საქართველოს, რატომ ვერ წაიკითხა 6-პუნქტიანი დოკუმენტი ნორმალურად, რომელიც შეაჩეჩა მედვედევმა, სარკოზის აქვს უფლება თქვას, რომ თბილისი აღებას გადავარჩინეო. ბუშსაც შეუძლია ანალოგიური თქვას.
რატომ არის ეს დოკუმენტი კაპიტულიანტური?
იმიტომ, რომ რუსეთის სასარგებლო დოკუმენტია. მეხუთე პუნქტი არის რუსეთის სასარგებლო. იქ პირდაპირ წერია, რომ მანამ, სანამ საერთაშორისო მექანიზმები არ შეიქმნება, მანამდე რუსეთი უზრუნველყოფს უსაფრთხოების მდგომარეობას. ფოთში უკანონოდ გახსნილი საგუშაო გაიხსნა ამ გეგმის მიხედვით. იგივე ბუფერულიზონებიც მეხუთე პუნქტის მეორე ნაწილიდან მოდის.
როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველო გახდება დემოკრატიული სახელმწიფო?
ეჭვი მეპარება. ამ სამარცხვინო ომის დროს გირგვლიანის მკვლელები ცხიდან გამოუშვეს. სააკაშვილი ციხეში ჩასვავს მერაბიშვილს და მის ცოლს? რომელ დემოკრატიაზე ლაპარაკი? როცა სალაყაია და დონაძე წავა ციხეში, აი, მაშინ შეიძლება იყოს ლაპარაკი დემოკრატიაზე. მაგათ ჰგონიათ, რომ ჩვენ გირგვლიანი და რობაქიძე დაგვავიწყდა. არ, ბატონო, არ დაგვავიწყდება. გირგვლიანით და რობაქიძით დაიწყო სააკაშვილმა ამ ქვეყნის ნგრევა და 8 აგვისტოს დაასრულა.
რაც შეეხება დაღუპულებს, რამდენად დამააჯერებელიათქვენთვის ის რიცხვი, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს? ძალიანბევრი უცნობი ჯარისკაცის საფლავები გაჩნდა ქვეყანაში...
უცნაურად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ დაღუპული ადამიანის მშობლები ხმას არ იღებენ. ჩვენი მტრები აღიარებენ, რომ ქართული არმია უპრეცედენტოდ იყო აღჭურვილიო. ყველა ჯარისკაცს უნდა ჰქონოდა სულ ცოტა ორი მედალიონი, სადაც იქნებოდა მისი იდენტიფიკაციის ციფრი, სისხლის ჯგუფი და ა.შ.
მტერი გვამებს ტანსაცმელს არ ხდის, რადგან ტანსაცმელი არის ნატყვიარი და სისიხლიანი. ხდის მხოლოდ ფეხსაცმელს. უცებ ჩამოსვენებული ჯარისკაცების 90% არის უცნობი. მე არ მჯერა ამის. მე ამაში ვხედავ საშინელ და ამაზრზენ გაყალბებას. რასაც ჩვენი უღირსი ხელისუფლება აკეთებდა არჩევნის დროს.
ვგრძნობ, რომ ადგილი აქვს მშობლების გაჩუმებას. ცდილობენ შეუქმნან შთაბეჭდილება, რომ ეს უცნობი ჯარისკაცი არის მათი შვილები, რათა მათ იტირონ და არ მოთხოვონ ხელისუფლებას გაურკვიონ მათი შვილის მდგომარეობა. ცხინვალიდან ვიცი, რომ სოფლებში ძალიან ბევრი გვამი ყრია.
არ გამოვრიცხავ, რომ ოღონდ თავისი თავი გადაირჩინონ და ამიტომ შეგნებულად არ ასვენებენ ამ ხალხს. გავა დრო და ყველაფერი დამტკიცდება. ჩვენ ვნახავთ საშინელ სურათს, თუ რა ჩაიდინა საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალში, როგორ კარგად ჩააბარა რუსეთს საქართველო.
იმიტომ კი არა, რომ ჩაბარება უნდოდათ, იმიტომ, რომ ავანტიურისტები და ვოლუნტარისტები არიან. იმიტომ, რომ რუსებმა გამოიჭირეს საქართველოს ხელისუფლება და ამიტომ. ყველაფერი გამოჩნდა, ვინ არიან. თუ კიდევ ვინმე ვერ ხვდება ვინ არის სააკაშვილი, იმას რა უნდა აუხსნა...
http://presa.ge/index.php?text=news&i=3858