საპარლამენტო ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს
მისი თქმით, მართალია მომხსენებელთა ჯგუფიც სერიოზული განაცხადია, მაგრამ საგამოძიებო კომისია უფრო ქმედითი იქნება.
"კომისია განსხვავებული ფორმატია, შეგიძლია სხდომაზე დაიბარო ნებისმიერი თანამდებობის პირი, მათ შორის პრეზიდენტიც", – განაცხადა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ კომისიის შექმნა უფრო შეეფერება არსებულ სიტუაციას, ვიდრე მომხსენებელთა ჯგუფი.
ამასთან, დეპუტატმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ წინა მოწვევის პარლამენტში ორი საგამოძიებო კომისია იყო შექმნილი, ახლა კი საქმე ბევრად უფრო მძიმე და რთულ საკითხებს უკავშირდება.
რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით პარლამენტში მომხსენებელთა ჯგუფის შექმნის თაობაზე პრეზიდენტმა 12 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, "საზოგადოებაში არსებული კითხვები სამართლიანია და მათ პასუხი უნდა გაეცეს". სააკაშვილი ირწმუნება, რომ მომხსენებელთა ჯგუფს, რომელსაც, მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენელმა უნდა უხელმძღვანელოს, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია, ყველა მასალა და სამხილი გადაეცემა.
მანამდე კი საპარლამენტო უმცირესობის სახელით აღნიშნულ საკითხებზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ მოითხოვა.
