გია თორთლაძე - არასერიოზული კითხვა, თუ ვინ გაისროლა პირველმა, მხოლოდ საქართველოში უჩნდებათ
დეპუტატმა შეხვედრებისას ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ ქმედებებზე, მათ შორის სამართლებრივზე, რუსეთში მიღებულ გადაწყვეტილებებზე საქართველოსთან მიმართებაში და ა.შ.
ევროსტრუქტურებში ვიზიტად საქართველო პარლამენტიდან დეპუტატები გია თორთლაძე, აკაკი მინაშვილი და დავით დარჩიაშვილი იმყოფებოდნენ.
გია თორთლაძე ქვეყნის სწორი მიმართულებით მუშაობის შემთხვევაში დეკემბერში MAP -ის მიღებას არ გამორიცხავს
ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია "ძლიერი საქართველო-ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გია თორთლაძის ვარაუდით, შიდა და გარე მიმართულებით მუშაობის სწორად წარმართვის შემთხვევაში, საქართველო დეკემბერში MAP-ს მიიღებს.საპარლამენტო დელეგაციის მიერ ევროკავშირსა და ნატო-ში გამართული შეხვედრებიდან გამომდინარე გია თორთლაძე ამბობს, რომ მხარდაჭერა საკმაოდ დიდია, თუმცა სამუშაო გარკვეული მიმართულებებით მაინც საჭიროა. კერძოდ, საგარეო პოლიტიკის კუთხით იმ ქვეყნების მიმართულებით, რომლებიც რუსულ გავლენას განიცდიან და ქვეყნის შიგნით, დემოკრატიული პროცესების კიდევ უფრო დასაჩქარებლად.
ამ მიმართულებით გია თორთლაძე დეკემბრამდე რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების აუცილებლობაზეც საუბრობს როგორც საარჩევნო კოდექსთან, ისე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მთელი საერთაშორისო საზოგადოება უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება აუცილებელია
"შიდა და გარე პროცესები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს და ორივე მიმართულებით სერიოზულმა მუშაობამ, შესაძლოა, დეკემბერში მიგვიყვანოს იქამდე, რომ MAP -ი მივიღოთ", – დასძინა თორთლაძემ.
ევროსტრუქტურებში ვიზიტით დეპუტატები გია თორთლაძე, დავით დარჩიაშვილი და აკაკი მინაშვილი იმყოფებოდნენ.
