მიხეილ მაჭავარიანი: "საზოგადოება თავად გაარკვევს, ვინ რითია დაკავებული ქვეყნისათვის მძიმე პერიოდში"
მიხეილ მაჭავარიანი: "საზოგადოება თავად გაარკვევს, ვინ რითია დაკავებული ქვეყნისათვის მძიმე პერიოდში"
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარინი ნინი ბურჯანაძის ფონდში ოპოზიციონერ ლიდერთა შეკრებას ეხმიანება და თვლის, რომ "საზოგადოება თავად გაარკვევს, ვინ რითია დაკავებული ქვეყნისათვის ამ მძიმე პერიოდში". მაჭავარიანის განმარტებით, "ხელისუფლება ეხლა დაკავებულია იმ საკითხების გადაწყვეტით, რომელთა გადაჭრა ქართულ საზოგადოებას უპირველესად სჭირდება, ხოლო ის მოქმედებები და აქტიურობა, რასაც რიგი პოლიტიკური პარტიებისა იჩენს, თავად მათი პრობლემაა". "ჩვენთვის მთავარია, აღვადგინოთ რუსეთის ოკუპაციის შედეგად დანგრეუოლი ინფრაქსტრუქტურა, შევუმსუბუქოთ ყოფა ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რათა ოკუპანტებმა დროულად დატოვონ საქართველოს ტერიტორია და მივაღწიოთ კონფლიტის ზონებში ევროკავშირის მანდატით სამშვიდობო მისიის შეყვანას. მოდით, ახლა საზოგადოებამ გადაწყვიტოს და შეაფასოს, ვინ რითია დაკავებული და ვის მოქმედებებს როგორი შეფასება უნდა მიეცეს" - განუცხადა ჟურნალისტებს მაჭავარიანმა.წყარო:საინფორმაციო სააგენტო პირველი.
