სააკაშვილის თქმით, მისი რეიტინგი 76%-ს შეადგენს
სააკაშვილის თქმით, მისი რეიტინგი 76%-ს შეადგენს
| წყარო: სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 სექ.'08 / 18:05 |
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი რეიტინგი ”ხუთი დღის წინ” 76%-ს შეადგენდა.
მან ამის საფუძვლად დაასახელა აშშ-ში მდებარე Greenberg Quinlan Rosner-ის მიერ საქართველოს მთავრობის დაკვეთით განხორციელებული კვლევა.
BBC-ის გადაცემა Hardtalk-ში საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნინო ბურჯანაძის რეიტინგი, რომელსაც მან ”ოპოზიციური პოლიტიკოსი” უწოდა, 30%-მდე შემცირდა მანამდე არსებული 38%-დან.
