მიხეილ სააკაშვილი - გადავრჩით, ესე იგი გავძლიერდებით
"საბაჟო იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემა, რის გადაჭრაც მე ყველაზე მეტად გამიჭირდა. ამის დაძლევა მოხერხდა, თუმცა ვიცი, რომ მცირე პრობლემები იქ კვლავ არსებობს",_განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა იმ ბიზნესმენებს, რომლებმაც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ახალი საქმე წამოიწყეს და ხელი შეუწყვეს მოქალაქეების დასაქმებას.
"უნდა ვეცადოთ, რომ შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი. მადლობას ვუხდი იმ ბიზნესმენებს, ვინც ახალი საქმე წამოიწყო და მოქალაქეების დასაქმებას ხელი შეუწყო",_განაცხადა სააკაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ წელს ბიუჯეტში ორნიშნა ზრდა იყო მოსალოდნელი, რაც, სავარაუდოდ, აღარ მოხდება. თუმცა, სააკაშვილის თქმით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ადგილი არ ექნება რეცესიულობას.
სააკაშვილმა ბიზნესმენებს პარტნიორობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად საქართველო იმაზე მალე და იმაზე სწრაფი ტემპებით შეძლებს აღდგენას ვიდრე ეს მოსალოდნელია.
http://interpressnews.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=100&info_id=241577
